კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა მინისტრს სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენს.

5 მაისი, 2009

როგორც “ინტერპრესნიუსს” სახალხო დამცველის ოფისიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მერაბიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს 6 მაისს, 15.00 საათზე  შეუდგენენ. მინისტრის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყება სახალხო დამცველის მოთხოვნის შეუსრულებლობამ განაპირობა. 
როგორც სახალხო დამცველის ოფისსი აცხადებენ, 2009 წლის 10 აპრილს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს წერილობით მიმართა, ყოველდღიურად მიეწოდებინა 2009 წლის 9 აპრილის დღის 12 საათიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ყველა ვიდეომასალა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის მოთხოვნა და არც პასუხი გასცა, რითაც დაირღვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მუხლი.
სახალხო დამცველის აპარატმა მერაბიშვილს შეატყობინა, რომ ოქმის შედგენის დროს მინისტრის სახალხო დამცველის აპარატში დასწრება სავალდებულოა. არგამოცხადების შემთხვევაში, სამართალდარღვევის ოქმი შედგება დაუსწრებლად და მინისტრს ასლის სახით გაეგზავნება, ხოლო დედანი გადაიგზავნება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განსახილველად. 
ამასთან, სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოითხოვა 2009 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული აქციების მსვლელობის მთელ პერიოდში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ყველა ვიდეო-მასალის მიწოდება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მე-4 პრიმა მუხლით, სახალხო დამცველის მოთხოვნის შეუსრულებლობა შრომის ანაზღაურების ოციდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები