კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ონიანისა და მელორ ვაჩნაძის ადვოკატი პოლიციის თანამშრომლებს მათ წამებაში ადანაშაულებს

6 მაისი, 2009

“9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის” წევრების გიორგი ონიანისა და მელორ ვაჩნაძის ადვოკატი ნათია კორკოტაძე პოლიციის თანამშრომლებს მათ წამებაში ადანაშაულებს.

როგორც საზოგადოებრივი დამცველის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნათია კორკოტაძემ განაცხადა, მელორ ვაჩნაძე და გიორგი ონიანი პოლიციის განყოფილებებში სასტიკად აწამეს, სცემეს და აიძულებდნენ, ე.წ.  სირცხვილის კორდიორში გაევლოთ, რომელიც მათ პოლიციის თანამშრომლებმა განყოფილებაში მოუწყვეს.

“ონიანი ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამმართველოში მიიყვანეს და ეუბნებოდნენ, რომ ოპოზიციაზე ცუდი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუპატიურებით დაემუქრნენ. ასევე, ემუქრებოდნენ, რომ შეყვარებულს მიუყვანდნენ და ნახავდა მის თვალწინ, რასაც გაუკეთებდნენ. ონიანს თავზე 50-მდე კოპი აღენიშნება, სხეულზე აქვთ სისხლჩაქცევებიც”, - აღნიშნა ნათია კორკოტაძემ და განაცხადა, რომ გაყალბებულია გიორგი ონიანის ხელმოწერა, თითქოს არანაირი პრეტენზია არ გააჩნია გამოძიებასთან. რაც შეეხება ხულიგნობის ბრალდებას, მან დანაშაული არ აღიარა.

მელორ ვაჩნაძესაც, ადვოკატის თქმით, ტანზე აღენიშნება სისხლჩაქცევები, თავზე კი - კოპები.

“ვაჩნაძე ვაჟა-ფშაველაზე მდებარე პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში ჰყავდათ, სადაც სასტიკად სცემეს. სირცხვილის კორიდორი მასაც გაუკეთეს და აიძულებდნენ, იქ გაევლო. განყოფილებაში ჟურნალისტ ნიკა ავალიანის მეგობრებიც იმყოფებოდნენ. ვაჩნაძე ხელკეტით სცემეს. მას გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია”, - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

რაც შეეხება შტაბის კიდევ ერთ წევრს რევაზ რევაზიშვილს, მასთან იმყოფება ადვოკატი ცისმარი ონიანი.  მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები