კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუხროვანში ხელისუფლებამ ჟურნალისტები შერჩევის პრინციპით შეუშვა

6 მაისი, 2009

ტელეკომპანიების „მაესტროს“ და „კავკასიის“ გადამღებ ჯგუფებს მუხროვანის სატანკო ბატალიონის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს, იქ 5 მაისს მომხდარი  ამბოხების დასრულების შემდეგ.

ამ  ტერიტორიაზე  მხოლოდ   ტელეკომპანიები “რუსთავი 2”-,  “იმედი” და “პირველი არხი” შეუშვეს.

როგორც მედია.გე-ს  გადაცემა “კვირის რეპორტაჟის” (გადაცემა გადის ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში) ავტორმა ნანა ლეჟავამ განუცხადა, ის და “მაესტროს” გადამღები ჯგუფი თითქმის მთელი დღის განმავლობაში  ცდილობდნენ მუხროვანის ბატალიონის ტერიტორიაზე შესვლას,  რათა საკუთარი თვალით ეხილათ იქ განვითარებული მოვლენები, მაგრამ  პატრულმა მათ  ამის ნება არ მისცა.

“პატრულმა გვითხრა: გზა არის გადათხრილი და მანქანით ვერ შეხვალთო. ამის შემდეგ გადმოვედით მანქანიდან და წავედით ფეხით, მაგრამ ერთი კილომეტრიც არ გვქონდა გვალილი, რომ 7 -8 საპატრულო ეკიპაჟი წამოგვეწია და გზის გაგრძელება აგვიკრძალა“, თქვა ნანა ლიჟავამ, რომელმაც დასძინა, რომ  ის ამ აკრძალვის  მიზეზის დადგენას შეეცადა, მაგრამ გარკვეული პასუხი ვერ მიიღო, რის შემდეგაც მას და თანმხლებ ჟურნალისტებს ის ტერიტორიაც დაატოვებინეს, სადაც ფეხით შეღწევა შეძლეს.

„რამდენიმე საათის შემდეგ“, განაგრძო ნანა ლეჟავამ,“ როცა სატანკო ბატალიონის ტერიტორიაზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  შევიდა, მას უკან მიჰყვვნენ “იმედის” რუსთავი 2”-ისა და „პირველი არხის“ გადამღები ჯგუფები, რომლებიც  პატრულმა უპრობლემოდ გაატარა.

ნანა ლეჟავას თქმით, ამ სამი ტელეკომპანიის გარდა ბატალიონის ტერიტორიაზე სხვა არც ერთი   მედია საშუალების წარმომადგენელი არ შეუშვეს, თუმცა მათი რაოდენობა დღის განმავლობაში საკმაოდ მომრავლდა.

ლეჟავას აზრით, პრეზიდენტმა  ხსენებული ტელეკომპანიები იმიტომ იახლა, რომ ისინი უხერხულ კითხვებს არ დასვამდნენ და გაავრცელებდნენ იმ კადრებს, რომელიც ხელისუფლებას აწყობდა.

“კავკასია” და “მაესტრო” კი,“ თქვა ლეჟავამ, “ სამხედრო ნაწილში იმიტომ არ შეუშვეს, რომ იცოდნენ: ეს ტელევიზიები იქ არსებულ რეალურ სურათს ასახავდნენ.

„ჩვენ გვსურდა  გაგვეგო,  თუ  რეალურად რა მოხდა ბატალიონში. გვაინტერესებდა, იქ მართლაც მოხდა თუ  არა ამბოხი, რადგან ძალიან ბევრი კითხვა წარმოშვა ამ ისტორიამ. იქ,  რომ მართლაც ძალიან დაძაბული სიტუაცია ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ,  პრეზიდენტი ამბოხებულ სამხედროებთან მისვლისგან  თავს შეიკავებდა”, თქვა  ნანა ლეჟავამ.

ტელეკომპანია “მაესტროს” კორესპონდენტის თეონა ლალიაშვილი თქმით,  გარდა იმისა, რომ პატრულმა ისინი მუხროვანში არ შეუშვა, იქიდან გამოსულმა ტელეჟურნალისტებმა, მათ მხოლოდ პრეზიდენტის კადრები გადააწერინეს,  ხოლო სხვა კადრების გადაწერაზე უარი მიიღეს.

„საინტერესოა ისიც,   რომ  ბატალიონის ტერიტორიისკენ მიმავალ  პრეზიდენტის ესკორტს თან გაჰყვა “იმედის”  ორი გადამღები ჯგუფი, სამი ჯგუფი “რუსთავი-2”-დან და ორიც „პირველი არხიდან“. მხოლოდ ჩვენთვის იყო აკრძალული იქ შესვლა”, განაცხადა “მაესტროს” კორესპონდენტმა.

5 მაისს თბილისიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარე სოფელ მუხროვანის ტერიტორიაზე დისლოცირებული სატანკო ბატალიონის წევრებმა, მათ შორის, მეთაურმა და ოფიცრებმა,  ამბოხი მოაწყვეს და ბატალიონი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს.  მოგვიანებით, შს სამინისტრომ გაავრცელა ბატალიონის მეთაურის მამუკა გორგიაშვილის  ჩვენება, რომლის მიხედვით, სამხედროების გამოყენება საპროტესტო ტალღის ასაგორებლად უნდა მომხდარიყო, ამაში დახმარებისთვის კი მას ფულს გადაუხდიდნენ.

წყარო „media.ge“

ახალი ამბები