კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი: "თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოში შეკრებილი პოლიციელები აქციის მონაწილეებს ქვებს და აგურის ნამტვრევებს ესროდნენ"

7 მაისი, 2009

სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოში შეკრებილი პოლიციელები აქციის მონაწილეებს ქვებს და აგურის ნამტვრევებს ესროდნენ. "ისინი არიან არა პოლიციელები, არამედ ბანდიტები და იქცევიან ზუსტად ისე, როგორც მათი ხელმძღვანელი. მინდა, ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი არის ბანდიტი და ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არაერთხელ გამიჟღერებია: თუნდაც ის სამარცხვინო თათბირი, რომელიც 2007 წლის 4 ნოემბერს ჩატარდა 7 ნოემბრის აქციის დასაგეგმად" – განაცხადა სუბარმა, რომელმაც ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში, მისი მტკიცებით, პოლიციელების მიერ დღეს ნასროლი ქვები წარმოადგინა.

ომბუდსმენის განცხადებით, პოლიციელებმა იგი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში არ შეუშვეს და მიზეზი ამ დრომდე არ განუმარტავთ. 

სააგენტო "პირველი"

ახალი ამბები