კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი სამი ოსი ახალგაზრდის გაუჩინარების ფაქტით ინტერესდება.

12 მაისი, 2009

სოზარ სუბარმა 8 მაისს ალან ხაჩიროვის, ალან ხუგაევისა და სულთან პლიევის უგზოუკვლოდ დაკარგვის საქმის მასალები და ვიდეომასალა შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და საქართველოს მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას გაუგზავნა.

სახალხო დამცველი ითხოვს, აცნობონ, დაწყებულია თუ არა გაუჩინარების ფაქტის გამოძიება. გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში კი, მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ.

ამ ფაქტთან დაკავშიებით 22 აპრილს სახალხო დამცველს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა. განცხადების თანახმად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და არასამთავრობო ორგანიზაციას “Russian justice Initiative”–ს სამართლებრივი დახმარებისა და მათი უგზოუკვლოდ დაკარგული ნათესავების შესახებ ინფორმაციის მოძიების თხოვნით დაკარგულთა ოჯახის წევრებმა მიმართეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალან ხაჩიროვმა, ალან ხუგაევმა და სულთან პლიევმა ცხინვალი 2008 წლის 13 ოქტომბერს ალან ხუგაევის მამის, დავით ხუგაევის კუთვნილი ავტომანქანით დატოვეს. ბოლოს ისინი სოფელ კორკულაში ნახეს და სოფელ ხელჩუას მიმართულებით გაემგზავრნენ. ალან ხაჩიროვი და ალან ხუგაევი სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულები, ხოლო პლიევს სამხედრო ფორმა ეცვა. იგი სამხრეთ ოსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახალხო დამცველის აპარატში წარადგინა 2009 წლის 15 აპრილს საინფორმაციო სააგენტოების მიერ ინტერნეტგვერდზე განთავსებული ვიდეომასალა. სააგენტოს ინფორმაციით, ვიდეომასალაში ნაჩვენები პირები არიან დაკარგული, რომლებიც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.

ამასთან, აღნიშნულ პირთა ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს. მათ სახალხო დამცველს წერილობით აცნობეს, რომ ზემოაღნიშნული პირებზე ინფორმაცია არ აქვთ.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები