კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი მელორ ვაჩნაძის, რევაზ რევაზიშვილისა და გიორგი ონიანის წამების ფაქტის გამოძიებას მოითხოვს

12 მაისი, 2009

სახალხო დამცველი  მელორ ვაჩნაძის, რევაზ რევაზიშვილისა და გიორგი ონიანის ცემისა და წამების ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სახალხო დამცველის ოფისიდან აცნობეს, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას დაიწყოს გამოძიება მელორ ვაჩნაძის, რევაზ რევაზიშვილისა და გიორგი ონიანის ცემის ფაქტზე.

სოზარ სუბარს მიაჩნია, რომ აღნიშნული პირების ახსნა-განმარტებებში მოყვანილი გარემოებები და ფაქტები დაუყოვნებლივ უნდა იქნას შესწავლილი, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, კერძოდ, წამება.

2009 წლის 6 მაისს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ ქ.თბილისის შსს-ს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თბილისის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც დაკავებულები ინახულეს და ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს.

აღნიშნული პირები 6 მაისს, გამთენიისას, სხვადასხვა დროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტის ნიკოლოზ ავალიანის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედების გამო,  დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე, რაც ხულიგნობას წარმოადგენს.

სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნული პირების ახსნა-განმარტებებს და დაკავების დროს პოლიციის მხიდან განხორცილებულ ქმედებებს დეტალურად აქვეყნებს.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები