კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლებს ქუთაისში ავტომანქანები ჩამოართვეს

13 მაისი, 2009

ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლებს ქუთაისში ავტომანქანები ჩამოართვეს.

როგორც დღეს ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, წუხელ, საპატრულო პოლიციამ პარტიის სამ წევრს ავტომანქანები საგზაო წესების დარღვევის მოტივით ჩამოართვა და 200-ლარიანი ჯარიმები დააკისრა.

ამ ფაქტს ბურჯანაძის მხარდამჭერები ოპოზიციაზე ზეწოლად და მათი პოლიტიკუირ გაერთიანების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ. 

“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” წარმომადგენლის, ქუთაისის ყოფილი მერის, ბაკურ ბალანჩივაძის განცხადებით, საეჭვოა, როცა ერთი და იმავე დროს სხვადასხვა უბანში სამ ადამიანს ავტომანქანას ართმევენ.

პარტიაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთან ბრძოლაში პატრულიც ჩართო.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები