კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ჟურნალისტების დარბევის ფაქტთან დაკავშირებული საქმის სასამართლო განხილვა გადაიდო

19 მაისი, 2009

სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოსამართლემ,   ხვიჩა კიკილაშვილმა 2006 წლის 15 ივნისს  ჟურნალისტების დარბევის ფაქტთან  დაკავშირებული საქმის განხილვა, რომელიც   18 მაისს იყო დანიშნული, ერთ-ერთი განსასჯელის გამოუცხადებლობის მიზეზით გადადო.

განსასჯელ იოსებ ნანობაშვილის ადვოკატმა ნინელი ხანიაშვილმა სასამართლოს შეატყობინა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ავად გახდა.

”მოსამართლემ პროცესი დღეს მხოლოდ იმიტომ ჩაშალა, რომ ჟურნალისტები სასამართლოს შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას ვაპირებდით. სასამართლო ჟურნალისტების დარბევის საქმეს 3 წლის განმავლობაში არ იხილავდა. მოსამართლე კიკილაშვილმა ჩვენი არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე საქმის მასალების გაცნობის საშუალებაც კი არ მოგვცა. იგი მხოლოდ იმუქრება, რომ თუ ჩუმად არ ვიქნებით, დაგვიჭერს, დაგვაპატიმრებს და ა.შ. ამ პირობებში შეუძლებელია საკუთარი უფლებები დაიცვა. მოსამართლის აცილებაც მოვითხოვეთ, მაგრამ მონდომებულია, რომ საქმე თვითონ განიხილოს, რათა დეპუტატს პრობლემები არ შეექმნას. ჟურნალისტები ხომ ნუგზარ აბულაშვილის  დავალებით დაგვარბიეს”,  მოჰყავს „ადამიანის უფლებთა ცენტრს“ ამ დარბევის დროს დაზარალებული ჟურნალისტის,  გელა მთივლიშვილი სიტყვები (გელა მთივლიშვილი „ადამიანის უფლებთა ცენტრის“  რეგიონული თანამშრომელიცაა).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის უფროსის ნანა ვასაძის განცხადებით, ”3 წლის განმავლობაში სასამართლომ ჟურნალისტების დარბევის საქმე იმიტომ ვერ განიხილა, რომ ბევრი საპატიმრო საქმეები ჰქონდათ”.

 „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები