კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის #3 საპყრობილეში პატიმარი შიმშილობს

21 მაისი, 2009

ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი თენგიზ შალიკაშვილი 15 მაისიდან შიმშილობს. შალიკაშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, იგი თავს უკანონო პატიმრად თვლის: “ადვოკატი შეხვდა და უთხრა, რომ ან მე გამამართლებენ, ან თავს შევაკლავო, ციხის პიროებებს ვერ ეგუება, რადგან უდანაშაულოა და ეს უფრო აწამებს”, აღნიშნა პატიმარ შალიკაშვილის დამ, ასევე ბრალდებულმა, ნათია შალიკაშვილმა.

მოშიმშილე პატიმარს შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში, გიორგი ჩარკვიანიც. “პატიმარი გადაყვანილია კარცელში, რადგან მოშიმშილე პატიმარი იზოლირებული უნდა იყოს სხვა პატიმრებისგან. ამ შემთხვევაში კი ბათუმის #3 საპყრობილეს სხვა ფართი არ აქვს. მისი მდგომარეობა ნორმალურია, ის ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება”, აცხადებს ჩარკვიანი.

და-ძმა, ნათია და თენგო შალიკაშვილებს ჯგუფურ ყაჩაღობაში ედებათ ბრალი. მათ წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებად მხოლოდ ორი მოწმისა და დაზარალებულის ჩვენებაა.

შალიკაშვილების სასამართლო პროცესი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძემ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, 4 თებერვალს დახურა. პროცესის გახსნას, განსასჯელი მხარის მოთხოვნის მიუხედავად, განაჩენის გამოცხადებამდე არ აპირებენ.

შალიკაშვილების მორიგი სასამართლო პროცესი 21 მაისს არის დანიშნული.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ბათუმი

ახალი ამბები