კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო სახალხო დამცველის მიერ ვანო მერაბიშვილისადმი შედგენილ ოქმს განიხილავს

21 მაისი, 2009

სასამართლო დღეს სახალხო დამცველის მიერ ვანო მერაბიშვილისადმი შედგენილ სამართალდარღვევის ოქმს განიხილავს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სხალხო დამცველის ოფისიდან აცნობეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თბილისის საქალაქო სასამართლოში 15.00 საათიდან განიხილავენ.

ოქმი სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მერაბიშვილს 6 მაისს შეუდგინა. სახალხო დამცველის აპარატში შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება სახალხო დამცველის მოთხოვნის შეუსრულებლობამ განაპირობა.

2009 წლის 10 აპრილს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს წერილობით მიმართა და სთხოვა, ყოველდღიურად მოეწოდებინა 2009 წლის 9 აპრილის დღის 12.00 საათიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ყველა ვიდეომასალა.

სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სამინისტრომ სახალხო დამცველის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და არც პასუხი გასცა, რითაც დაირღვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მე-4 პრიმა მუხლი. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე (800-დან 2 ათას ლარამდე).

მათივე ცნობით, ვანო მერაბიშვილი სახალხო დამცველის აპარატში ოქმის შედგენას არ დასწრებია. სამართალდარღვევის ოქმი დაუსწრებლად შედგა. ვანო მერაბიშვილს ოქმის ასლი გაეგზავნა, ხოლო დედანი განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გადაიგზავნა.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები