კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაჩი ცაგურია, ირაკლი კორძაია "ელიტარულ კორუფციასთან" დაკავშიებით პუბლიკაციებს გამოაქვეყნებენ

21 მაისი, 2009

სამოქალაქო მოძრაობა “რატომ?”-ის წარმომადგენელი ირაკლი კორძაია და “9 აპრილის” ახალგაზრდული შტაბის წევრი დაჩი ცაგურია, სპეციალურ ჯგუფთან ერთად “ელიტარულ კორუფციასთან” დაკავშირებით საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან. ამის შესახებ კორძაიამ და ცაგურიამ დღეს გამართულ პრესკონფენეციაზე განაცხადეს.

“უახლოეს პერიოდში ჩვენ ვაპირებთ ქართულ პერიოდიკაში გამოვაქვეყნოთ მთელი რიგი პუბლიკაციები, სადაც სახელისუფლებო ელიტის წარმომადგენლები მხილებულნი იქნებიან “ელიტარულ კორუფციაში”, - აღნიშნა ირაკლი კორძაიამ.

კორძაია განმარტავს, რომ ეს იქნება რამოდენიმე პუბლიკაცია, რამოდენიმე გამოცემაში, სადაც ყურადღება გამახვილებული იქნება ჩინოვნიკების ბიზნესებზე.

“ჩვენ მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას უკლებლივ ყველა მაღალჩინოსანზე, რომელიც უკანონოდ დაეუფლა ბიზნესის ამა თუ იმ მიმართულებას. საქართველო მიდის რუსეთის გზაზე. ისევე როგორ რუსეთში მოხდა ბიზნესის დატერორება ზუსტად ისევე მოექცნენ საქართველოში სხვადასხვა ბიზნესებს. ბადრი პატარკაციშვილის და ქიბარ ხალვაშის ბიზნესებთან დაკავშირებული საკითხები ამის ნათელი მაგალითია”, - აცხადებს დაჩი ცაგურია.

ცაგურია მოუწოდებს თანამშრომლობისკენ საზოგადოების ყველა იმ წევრს, რომელიც ფლობს ინფორმაციას სახელისუფლებო ბიზნესის შესახებ.

აღნიშნულ საკითხზე მათთან ერთად თანამშრომლობენ საგამოძიებო სფეროს ჟურნალისტები და ეკონომიკური ექსპეტრები. ირაკლი კორძიაის თქმით, “ელიტარულ კორუფციასთან” დაკავშირებით პირველი პუბლიკაცია უკვე ორშაბათს გამოქვეყნდება და ის კოდუების ოჯახის თემას შეეხება.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები