ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაპატიმრებული პაატა კაიკაციშვილის დედა შიმშილობას აგრძელებს. ნარგიზ კაიკაციშვილს 14 დღიანი შიმშილობის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც პატიმრის დედა საპროტესტო კარვიდან საავადმყოფოში მოათავსეს. მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” წარმომადგენლის განცხადებით, კაიკაციშვილის დედა საავადმყოფოდან ისევ საკანში, შიმშილობის აქციის გასაგრძელებლად დაბრუნდა.
წყარო “ინტერპრესნიუსი”