კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში მცხოვრები შიდა ქართლიდან დევნილები შესაძლოა ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ

25 მაისი, 2009

აგვისტოს ომის დროს შიდა ქართლიდან დევნილები, რომლებიც თელავში კომპაქტურად ცხოვრობენ, შესაძლოა, ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ.

როგორც დევნილებმა "ადამიანის უფლებათა ცენტრს" განუცხადეს, მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის გადასახადი, არაერთი დაპირების მიუხედავად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ამ დრომდე არ გადაუხდია.

დევნილების თქმით, რამდენიმე დღის წინ, ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომლებმა დავალიანების დაფარვა მათგან მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, განუცხადეს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტენ. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის კოორდინატორს ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანიაში განუმარტეს, რომ დევნილების დავალიანება 24 787 ლარს შეადგენს.

იძულებით გადაადგილებული პირები შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშეც დარჩნენ. ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წერილის საფუძველზე, დევნილებს ელექტროენერგიის მიწოდებას მხოლოდ 15 ივნისამდე არ შეუწყვეტს.

თელავში მცხოვრები აგვისტოს ომის დროს დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, საცხოვრებელი შენობა, სადაც ისინი ცხოვრობენ, უხარისხოდ არის შეკეთებული, რის გამოც კედლები დაობებულია, სახურავიდან წყალი ჩადის, იატაკი ნაწილობრივ აიყარა და ა.შ.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი"

ახალი ამბები