კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში სოდ-მა ოთხი პირი დააკავა

27 მაისი, 2009

 ბათუმში სოდ-მა ოთხი პირი დააკავა. დაკავებული ავთანდილ გადახაბაძე, ჯონი მიქელაძე, კახა მიქელაძე და გოჩა ბერძენიშვილი ბოლო დროს ოპოზიციასთან აქტიურად თანამშრომლობდნენ. ისინი არც ერთი პარტიის წევრები არ არიან, თუმცა “ეროვნულ ფორუმთან” იყვნენ  დაახლოებულები.

დაკავებულები ნარკოტიკის მოხმარებაში არიან ეჭვმიტანილები. ამ დროისთვის სოდ-მა ავთანდილ გადახაბაძე და ჯონი მიქელაძე გაათავისუფლა. რაც შეეხება გოჩა ბერძენიშვილსა და კახა მიქელაძეს, მათზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

კახა მიქელაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ფრაქცია “ნაციონალების” ხელმძღვანელი იყო. იგი ლევან ვარშალომიძის ახლო ნათესავია.

კახა მიქელაძისა და გოჩა ბერძენიშვილის ადვოკატი დავით ჯაფარიძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით მას დაკავებულებთან კონტაქტის საშუალება არ ეძლევა.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები