კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ეროვნული ფორუმის“ ინფორმაციით, „ტაქსების აქციის“ დროს მათი ორგანიზაციის სამი წევრი მძიმედ დაშავდა

27 მაისი, 2009

თავისუფლების მოედანზე  ტაქსის მძღოლებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად დღეს „ეროვნული ფორუმის“ წევრები - ზურაბ მეუნარგია, თემურ ხოტივარი და თემურ კორშია მძიმედ დაშავდნენ, - ამის შესახებ, „ეროვნული ფორუმის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებშია აღნიშნული.

ფორუმის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე დღეს გამართულ „ტაქსების აქციაში“ მონაწილე პირები ტაქსის მძღოლები არ იყვნენ და ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო.

„ტაქსის მძღოლებმა დაგვიდასტურეს, რომ მათ არანაირი საპროტესტო აქცია არ ჰქონიათ და ისინი ამ ამბავში მოტყუებით ჩაითრიეს“, - ნათქვამია „ეროვნული ფორუმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე საუბარია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსების ფირმის ხელმძღვანელობამ, რომლის ტაქსებიც გაფიცვაში მონაწილეობდნენ („ტაქსი გამოძახებით“, „ტოიოტას“ ფირმის მანქანები, გამოსაძახებელი ტელეფონის ნომერი: 535 535 ), ფორუმის წევრებს აცნობა, რომ დილით, 11:50 საათზე ტელეფონის ნომრიდან _ 898 50 29 28 _ ოთხი ტაქსი გამოიძახეს და რიყეზე მისვლა სთხოვეს.

„4 ტაქსი 10 წუთში მივიდა გამოძახების ადგილზე, სადაც მათ ჩაუსხდნენ ე.წ. „მგზავრები“, გადაუხადეს 10-10 ლარი და უთხრეს, რომ წრეზე უნდა წასულიყვნენ, რის შემდეგაც ისინი თავისუფლები იქნებოდნენ. სწორედ ასე აღმოჩნდნენ ამ ფირმის ტაქსები ე.წ. „გაფიცვაში“, - ნათქვმია „ეროვნული ფორუმის“ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მეორე ფირმა, რომლის ტაქსებიც აქციაში მონაწილეობდნენ, ქართული საინვესტიციო ჯგუფი „ოცდამეერთეა“. (გამოსაძახებელი ნომრები: 78 78 78; 788 069; ადმინისტრაციის ნომრები: 73 79 31 ; 73 79 32; მის: თბილისი, ჯავახეთის ქ. 66ა. მეპატრონე დიმა აბესაძე.) თუ საიდან მოხვდნენ ამ ფირმის ტაქსები 22 მაისის აქციაში, „ეროვნულმა ფორუმმა“  აღნიშნული ფირმისგან ინფორმაცია ვერ მოიძია.

„რაც შეეხება აქციაში რეალურად მონაწილე ადამიანებს, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებს, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები იყვნენ, რომელთა ამოცნობაც ტელევიზიების მიერ გავრცელებული კადრებით გახდა შესაძლებელი. ესენი არიან: სოფელ ერედვისა და ქურთას საკრებულოს თანამშრომლები: ბადრი გოჩაშვილი, არკადი გოჩაშვილი, ჯონი გოჩაშვილი, გია ქრისტესაშვილი, კახა ყაულაშვილი, შოთა ბასიშვილი, გია ბასიშვილი, ალეკო ოთინაშვილი, ვახტანგ მიქელაძე და კახა დათიაშვილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ აქციაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ ოზურგეთის რაიონის პოლიციის ყოფილი უფროსი გელენიძე და მისი ძმა, რომლებიც შს მინისტრის მეუღლის, თაკო სალაყაიას ნათესავები არიან. მათივე ინფორმაციით, „ტაქსის მძღოლებად“ ასაღებდნენ თავს „ნაცმოძრაობის“ ისან-სამგორის ორგანიზაციის წევრი ზურაბ კიკვაძე და მისი აქტივისტებიც.

„ტაქსების აქციის“ შემდეგ თავისუფლების მოედანზე გამოჩნდნენ ქალბატონები, რომლებიც გადაკეტილი გზების გამო „პროტესტს გამოთქვამდნენ“. ამ ქალბატონებიდან ერთ-ერთი იყო დეპუტატ აკაკი მინაშვილის სიდედრი (რომელიც 23 აპრილს ასევე თავისუფლების მოედანზე მოწყობილ „ქალების აქციაშიც“ მონაწილეობდა) და სამგორში მცხოვრები დევნილი ქალბატონები“, - ნათქვამია „ეროვნული ფორუმის“ განცხადებაში.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები