კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ტელეკომპანია “მაესტროზე” თავდასხმის გამო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

27 მაისი, 2009

სახალხო დამცველი ტელეკომპანია “მაესტროზე” თავდასხმის გამო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი უკიდურეს აღშფოთებას გამოხატავს 25 მაისს, გამთენიისას ტელეკომპანია “მაესტროზე” თავდასხმის გამო. “ტელეკომპანიისთვის ბომბის სროლა წარმოადგენს არა მხოლოდ მძიმე კრიმინალს, არამედ არის თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დათრგუნვის მორიგი მცდელობა, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის განვითარებას”, _ აცხადებს სოზარ სუბარი.

სახალხო დამცველი ინციდენტის სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიებას განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ანიჭებს. ამავე დროს, მოითხოვს, რომ გაირკვეს, რა გახდა შემთხვევის ადგილას პატრულის დაგვიანებით მისვლის მიზეზი.

“ამ თავდასხმის გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის უსასრულოდ გაჭიანურების პროცესი, როგორც ეს, სამწუხაროდ, სხვა შემთხვევებში მოხდა, კიდევ უფრო გაამყარებს დაუსჯელობის სინდრომს ქვეყანაში და გამოიწვევს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ მსგავს და კიდევ უფრო მძიმე ქმედებებს“, _ აცხადებს სახალხო დამცველი.

სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არ უნდა შეეგუოს ტელეკომპანიების დარბევას, მათთვის ყუმბარების სროლას, ჟურნალისტების ცემას და დაშინებას, თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის სხვადასხვა სახით შეზღუდვას. უნდა მოხდეს ადეკვატური გამოძიება და კანონის შესაბამისად დასჯა.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები