კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კრიალაშვილის ოჯახმა ექსპერტიზის ჩატარება ვერ შეძლო

27 მაისი, 2009

“გია კრიალაშვილის ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება ვერ შეძლო. ექსპერტმა, რომელსაც ეს უნდა გაეკეთებინა, ბოლოს უარი თქვა. პოლკოვნიკის ოჯახის წევრებმა განმეორებითი  ექსპერტიზის ჩატარების სურვილი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც, როგორც ამბობენ, მიცვალებულის სხეულზე საეჭვო ნაკერები აღმოაჩინეს.

მიცვალებულის სხეულმა ბალზამი არ მიიღო, ასევე არ იყო ტყვიის კვალი _ სწორედ ამან მისცა ოჯახს ეჭვის საფუძველი, რომ პოლკოვნიკი 21 მაისის სპეცოპერაციამდე იყო გარდაცვლილი, _ წერს გაზეთი „რეზორნანსი“.

ამავე დროს, სპეცოპერაციამდე ორი-სამი საათით ადრე, საღამოს 8-9 საათისთვის არამიანცის პროზექტურასთან პატრულის მანქანები იყო მობილიზებული. ამის შესახებ ჟურნალისტი ნანა ლეჟავა აცხადებს, რომელიც აღნიშნულის თვითმხილველია“.

„რეზონანსთან“ საუბარში რამდენიმე ექსპერტმა ეჭვი გამოთქვა, რომ კრიალაშვილი 2 კვირა დაკავებული ჰყავდათ, ამ ხნის განმავლობაში ის „მოდულის“ შენობაში ჰყავდათ და აწამებდნენ, რათა მათთვის სასურველი ჩვენება მიეცა. ვინაიდან, მათივე თქმით, თვითმხილველთა განცხადებით ირკვევა, სპეცოპერაციის ღამეს მიკროავტობუსიდან მხოლოდ ორი ადამიანი გადმოიყვანეს და ორივე დაჭრილი იყო.

წყარო „მედიანიუსი“

ახალი ამბები