კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სიგმა პლუსის“ სარჩელის განხილვა ‘’საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ წინააღმდეგ 24 ივნისს განახლდება

29 მაისი, 2009

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ შპს „სიგმა პლუსის" სარჩელი განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „სიგმა პლუსიდან“ აცნობეს, მათ სასამართლოს წარუდგინეს ყველა საბუთი, რითაც დასტურდება, რომ ტენდერი კანონდარღვევით ჩატარდა და სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

„მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ლევან ყუბანეიშვილს არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო იმ სატენდერო კომისიაში, სადაც, სხვა პრეტენდენტებთან ერთად, მონაწილებდა შპს „თიბისი თივი", რომლის ერთპიროვნული დირექტორიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელად დანიშვნამდე თავად ყუბანეიშვილი იყო“,-განმარტეს მათ.

მოსამართლემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" წარმომადგენლებს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა, მათ შორის ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიების და ყუბანეიშვილის უფლებამოსილების შესახებ. სასამართლოს შემდეგი სხდომა 24 ივნისს გაიმართება.

„სიგმა პლუსი" გადაცემების "ეტალონისა" და "დიდი პერსპექტივის" ავტორია, დავის საგანი კი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ ჩატარებული ტენდერია, რომლის სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც ლევან ყუბანეიშვილი იყო.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები