კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარ პაატა კაიკაციშვილის დედა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს

29 მაისი, 2009
პატიმარ პაატა კაიკაციშვილის დედა, ნარგიზა კაიკაციშვილი დღეს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “ინტერპრესნიუსს" “მოძრაობა სამართლიანი საქართველოს" პრესსამსახურიდან აცნობეს, ბოლო პერიოდში ის ძლიერ თავის ტკივილებს უჩიოდა, ექიმებმა  თერაპიულ განყოფილებაში მოათავსეს და გადასხმებს უკეთებენ.

 ნარგიზა კაიკაციშვილი 21-ე დღეა, ქობულეთის გამგაობის წინ შვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.
 

“მოშიმშილემ ახლობლებს შეუთვალა, რომ კარავი არ აშალონ, რადგან ისევ აპირებს შიმშილობის გაგრძელებას", - აცხადებენ "ოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლები.

მისცემენ თუ არა ექიმები კაიკაციშვილს შიმშილობის  გარძელების უფლებას, უცნობია, რადგან მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად არის გაუარესებული.

პაატა კაიკაციშვილი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. პაატა კაიკაციშვილი მ"ოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის, ზურაბ ნოღაიდელის ნათესავია. მოძრაობის წევრები კაიკაციშვილის დაკავებას სწორედ ამას უკავშირებენ.


წყარო „ინტერპრესნიუსი“


ახალი ამბები