კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რუსთავი 2“-ის ოპერატორსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

29 მაისი, 2009

„რუსთავი 2“-ის ოპერატორ დათო ხურციძესა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. იმ დროს, როდესაც ოპერატორი პარლამენტთან მომხდარ ინციდენტს იღებდა, მას მიეჭრნენ აქციის მონაწილეები და დაუწყეს ჩხუბი იმ მოტივით, თითქოს ის დაზარალებულს არ იღებდა.

როგორც ოპერატორმა განაცხადა, ის თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ინციდენტის ამსახველ კადრებს იღებდა, მას აქციის მონაწილეები მისცვივდნენ და სრულიად უმიზეზოდ შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია.

გარდა ამისა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “მაესტროს” ოპერატორ ბესო ესებუასაც. თვითმხილველების განცხადებით, ის პირი, რომელმაც “მაესტროს” ოპერატორს ხელი გაარტყა, აფხაზეთის ომის მონაწილეა და ფსიქიურად არის დაავადებული.

რუსთაველის გამზირზე, ფურცელაძის ქუჩაზე, დღეს საღამოს აქციის მონაწილეებსა და ნიღბიანებს შორის შეტაკება მოხდა. დაშავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე. ინციდენტში ხელკეტებით აღჭურვილი და ნიღბიანი პირები მონაწილეობდნენ, თუმცა, მათ სამოქალაქო ფორმები ეცვათ. აქციის მონაწილეები კი დროშის ტარებით არიან აღჭურვილი. ამ დროისათვის პარლამენტთან რამდენიმე ასეული აქციის მონაწილე და ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი იმყოფება.

www.ipn.ge

ახალი ამბები