კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Human Rights Watch აფხაზეთის ომის მონაწილე რუსი გენერლის გასამართლებას მოითხოვს

29 მაისი, 2009

უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლის, გენერალ ვლადიმერ შამანოვის გასამართლებას მოითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

უფლებადამცველი ორგანიზაცია შამანოვის გასამართლებას ჩეჩნეთში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების გამო მოითხოვს. შამანოვი, ასევე, მონაწილეობდა აფხაზეთის 1992-1993 წლების კონფლიქტში. რუსი გენერალი ჯერ კიდევ 2005 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დამნაშავედ სცნო. საუბარია 2000 წელს ჩეჩნეთის დასახლება კატირ-იურტის საარტილერიო დაცხრილვის დროს იარაღის მასობრივად გამოყენებაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის პროკურატურამ კატირ-იურტში გამოძიება დაიწყო, მაგრამ დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. გასული წლის დეკემბერში კი კრემლმა ევროპის საბჭოს აუწყა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა პროკურატურის გადაწყვეტილების გადახედვა დაიწყო. თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, გენერალ შამანოვს ჩეჩნეთის მეორე კამპანიაში 58-ე არმიის სარდლის რანგში წარმატებებისთვის რუსეთის გმირის წოდება მიანიჭეს, ხოლო აფხაზეთის კონფლიქტში მონაწილეობისთვის  - უმაღლესი ჯილდო, წმინდა გიორგის ორდენი გადასცეს. რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლის პოსტზე შამანოვი 2009 წლის მაისში დაინიშნა.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები