კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტთა კავშირმა „ობიექტივი“ ტელეკომპანია „ალანიას“ პიკეტი მოუწყო

2 ივნისი, 2009

ჟურნალისტთა კავშირმა „ობიექტივი“ 1 ივნისს ტელეკომპანია „ალანიას“ ოფისის პიკეტი მოაწყო. აქციაში ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილოებდნენ. ჟურნალისტთა კავშირის მტკიცებით,  ხელისუფლებამ რუსულენოვან ტელეკომპანია „ალანიას“  უკანონოდ გადასცა „ობიექტივის“ „კუთვნილი“  35-ე დეციმეტრული სიხშირე.

ორგანიზაციის  ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა ტელევიზიის ხელმძღვანელობას ხუთშაბათმდე მისცა ვადა, რათა კუთვნილი ეთერის 40% დაუბრუნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, „პროტესტის რადიკალურ, თუმცა კანონიერ ფორმებზე გადავლენ.“

ინაშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს “ალანიას” უკანონო გასხვისებას ნოდარ ჭარხალაშვილზე, ხელისუფლებასთან დაახლოებულ პიროვნებაზე.

წყარო „მედია.გე“

ახალი ამბები