კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არსებულ უკანონო გარიგებას აპროტესტებს

2 ივნისი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არსებულ უკანონო გარიგებას აპროტესტებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლების დაკვირვების და რამდენიმე საქმის მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა დარღვევები:

კახეთის სტაციონარებსა და სამკურნალო დაწესებულებებში მისულ ავადმყოფებს ექიმები აძლევენ დანიშნულებას და პირდაპირ უთითებენ, ავალებენ, მედიკამენტები რომელ აფთიაქში უნდა შეიძინონ.

ხშირია შემთხვევები, როცა გამოვლინდა, რომ კონკრეტულ ავადმყოფს ექიმის მიერ დანიშნულებაში მოცემული მედიკამენტებით მკურნალობა არ ესაჭიროებოდა, მაგრამ მას ძვირადღირებული წამლები შეაძენინეს.

აღმოჩნდა, რომ ექიმები აფთიაქებისგან გაყიდული წამლების ოდენობის მიხედვით, თვის ბოლოს, იღებენ გასამრჯელოს, საერთო თანხის 7 პროცენტის ოდენობით.

"ადამიანის უფლებათა ცენტრთან" საუბარში სამედიცინო - დიაგნოსტიკური ცენტრი "კახეთი – იონის" დირექტორმა ხათუნა ჭონიშვილმა ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის გარიგების ფაქტი დაადასტურა. "ყველა ექიმი ამას აკეთებს, დამატებითი სარგებლის მიღების მიზნით. ეს არ უნდა მომხდარიყო, ფარმაცევტული კომპანიები ექიმებთან გარიგებაში არ უნდა შესულიყვნენ", - განაცხადა ჭონიშვილმა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიაჩნია, რომ ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არსებული უკანონო გარიგებით უხეშად ირღვევა პაციენტთა უფლებები, რაზედაც ცენტრი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი"

ახალი ამბები