კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთში კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების ხელყოფისა და რეგიონის მილიტარიზაციის ერთი თვის ქრონიკა

3 ივნისი, 2009

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მედია-ცენტრმა ოკუპირებულ აფხაზეთში კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების ხელყოფისა და რეგიონის მილიტარიზაციის ქრონიკა გამოაქვეყნა. ქრონოლოგია პირველიდან 31 მაისამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიში მომზადებულია აფხაზეთში სხვადასხვა წყაროებისა და ცნობების საფუძველზე. ყველა მათგანი დადასტურებულია.

1_მაისი_აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან რუსული სამხედრო ტექნიკის რიცხვი გაიზარდა. ენგურის ხიდთან “ურალის” მარკის 20 სამხედრო მანქანა, 14 ჯავშანმანქანა და რუს ოკუპანტთა დაახლოებით 300-მდე სამხედრო მოსამსახურე გამოჩნდა. სოხუმიდან და გუდაუთის სამხედრო ბაზიდან ოკუპანტების ნაწილმა მდინარე ენგურის ხიდისკენ გადმოინაცვლა.

ე.წ მესაზღვრევ ოკუპანტებმა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელი ფონების დანაღმვა და მავთულხლართების გავლება დაიწყეს.

1 მაისი- ოკუპანტებმა ახალი ქვედანაყოფები შეიყვანეს ზემო აფხაზეთში.რუსი სამხედროები ქართველების დაცარილებულ სახლებს იკავებენ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით და საბრძოლო მასალებით დატვირთული ”ურალის” მარკის მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები და ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო დანადგარები განთავსდა. ე.წ. აფხაზი მესაზღვრეების გარდა, სოფელ აჟარაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებიც შეიყვანეს. ზემო აფხაზეთში ასვლა სპეციალური საშვის გარეშე თავად აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც კი შეუძლებელია.

3 მაისი_ რუსეთის ფედერალური სამსახურის საზღვრის რეგიონული მართვის ხელმძღვანელის ნიკოლაი ლისინსკის თქმით , ოკუპანტები საზღვრის დასაცავად თანამედროვე ტექნიკას, მათ შორის სათვალთვალო ვიდეოსისტემას, უპილოტო თვითმფრინავებსა და სალოკაციო სისტემას გამოიყენებენ. 

3 მაისი_ ზუგდიდი_გალის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე სატრანსპორტო მიმოსვლა შეზღუდულია, ენგურის ხიდზე მყოფი რუსი სამხედროები მოქალაქეებს არ აძლევენ ხიდზე გადასვლის უფლებას და სპეციალურ საშვებს ითხოვენ. ოკუპანტებმა რაიონში დამატებითი სამშენებლო მასალები შეიტანეს.

3 მაისი_ რუსი მესაზღვრეები სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრზე მავთულხლართებსა და ვიდეო-სასიგნალო აპარატურას ამონტაჟებენ. ოკუპანტები საკონტოლო ხალიჩის დაგებასაც გეგმავენ. აღნიშნულ პროცესს ევროკავშირის წარმომადგენლები ენგურის ხიდიდან აკვირდებიან.

4 მაისი_ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან, ნაფატუს დასახლებასთან, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის ადგილობრივი მკვიდრი, მერაბ დანელია საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და აფხაზურ მილიციას გადასცეს.

4 მაისი- გალის რაიონის სოფლებში დიხაზურგაში, ლეკუხონაში, საბერიოსა და ჭუბურხინჯში, რუსმა ოკუპანტებმა დამატებითი სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეიყვანეს და ბლოკ-საგუშაგოებზე განათავსეს.

4 მაისი_კრიმინალებმა გალელი ინვერ შარია საკუთარი სახლიდან გაიტაცეს და გამოსასყიდის სახით 100 ათასი დოლარი მოითხოვეს.

4 მაისი_ კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა სოფელ ნაბაკევიდან 82 წლის გალაქტიონ ბასილია გაიტაცეს და ოჯახს გამოსასყიდი თანხა მოსთხოვეს..

7 მაისი _ ოკუპანტებმა გვიან ღამით გალში დამატებითი ცოცხალი ძალა შეიყვანეს და "ურალის” მარკის ავტომანქანებით იარაღი შეიტანეს.

რეგიონში მიმდინარეობს ე.წ. საზღვრის მავთულხლართებით შემოსაზღვრა. ე.წ მესაზღვრეები ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრზე, კოდორიდან ფიჩორამდე განლაგდებიან. “ამ ქმედებით ჩვენ მთლიან 168 კილომეტრიან სახმელეთო საზღვარს გადავკეტავთ საქართველოსთან”, - აცხადებს რუსეთის “ფსბ”-ს ხელმძღვანელი აფხაზეთში გენერალ-მაიორი იური ზვირიკი.

რუსი სამხედროები ადგილობრივ მცხოვრებლებს საცხოვრებელი ადგილების დატოვების სანაცვლოდ თანხას სთავაზობენ.

8 მაისი_აფხაზეთის ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში ხდებოდა რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ძალის გადაადგილება. სამხედრო ტექნიკის და ცოცხალი ძალის გადაადგილებას საჰაერო სივრციდან სამხედრო შვეულფრენებიც იცავდნენ. სამხედრო ტექნიკა მოძრაობდა გალის რაიონის შემდეგ სოფლებში: საბერიო, ჩეღალი, ნაბაკევი და ოტობაია.

13 მაისი_აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ნაღმზე ავტობუსი აფეთქდა. დაშავდნენ მანქანაში მყოფი ადამიანები.

13 მაისი_ენგურის ხიდი ჩაკეტილია. სეპარატისტებმა მოძრაობა დღის მეორე ნახევარში შეზღუდეს. ისინი ხიდზე გადმომსვლელებს 200 რუსულ რუბლს ახდევინებენ. წინათ გალის რაიონში შემსვლელებისთვის გადასახადი 5 ლარის ეკვივალენტი - 100 რუბლი იყო.

პარალელურად, ხიდზე რუსული საოკუპაციო ნაწილების ერთ-ერთი დამატებითი ქვედანაყოფი შემოვიდა, ქვედანაყოფები ფსოუდანაა გადმოსროლილი, გადმოტანილია ჯიხურები, გენერალიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხიდზე საბაჟო სასაზღვრო-გამშვები პუნქტები ამოქედდება.

13 მაისი_აფხაზეთის სეპაეატსიტულმა ხელისუფლებამ რუსეთს თხოვნით მიმართა აფხაზეთის მოქალაქეების პასპორტებში „დაბადების ადგილიდან“ „საქართველო“ ამოშალოს.

რუსეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ ამ საკითხზე თანხმობა განაცხადა,

13 მაისი_თბილისში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატოს წვრთნების პარალელურად აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სოხუმში სასწავლო-საშტაბო წვრთნა დაიწყო.

13 მაისი_სოხუმში გამართულ ძალოვანი უწყებების და ენერგეტიკის წარმომადგენელთა სხდომაზე ენგურის ცენტრალურ ხიდზე სასაზღვრო გამშვები და საბაჟო პუნქტების გახსნის საკითხი განიხილეს. აღნიშნული პუნქტების გავლის დროს მსურველებს 10 ლარის ეკვივალენტი რუსული რუბლის გადახდა და სპეციალუირ საშვების წარდგენა მოუწევთ.

14 მაისი_გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიასა და ზუგდიდის დამაკავშირებელი ხიდი ჩაიკეტა. საზღვრის ჩაკეტვის მიზეზი და ვადა მოსახლეობისთვის უცნობია.

საზღვარს რუსი და აფხაზი სეპარატისტები ერთობლივად აკონტროლებენ

14 მაისი_ სოხუმში რუსეთის დუმის სპიკერი ბორის გრიზლოვი ჩავიდა და სეპარატისტებს სოჭის ოლიმპიადის მომზადებაში ჩართვა შესთავაზა..

ბორის გრიზლოვის თქმით სოჭის ოლიმპიადის ობიექტების მშენებლობისთვის 100 ათასი მუშა უნდა დაიქირაონ, რომლებიც შესაძლოა, დროებით აფხაზეთშიც დაასახლონ.

15 მაისი_სერგეი ბაღაფშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზეთის რკინიგზა და აეროპორტი რუსულ მხარეს 10 წლით გადაეცემა.

15 მაისი_სოჭში გამართულ შეხვედრაზე პუტინი ბაღაფშს ”ყველა სფეროში” დახმარებასა და თანამშრომლობას დაჰპირდა. . რუსეთის პრემიერის თქმით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, რუსეთს ”ახალი და დამატებითი საშუალება” მიეცა ”ითანამშრომლოს’ სოხუმთან ყველა სფეროში.

15 მაისი_გალში რუსმა ოკუპანტებმა ყველა სამედიცინო პუნქტი, რომელიც თბილისიდან მარაგდებოდა, დახურეს. რაიონი პრაქტიკულად ექიმის გარეშეა დარჩენილი. რუსი აგრესორები ინტენსიურად განაგრძობენ ენგურთან ადმინისტრაციული საზღვრის გამაგრებას. მათი მტკიცებით, საზღვარზე ერთადერი გასასვლელი ენგურის ცენტრალურ ხიდზე იქნება და აქ ვითრებას მხოლოდ რუსები გააკონტროლებენ.

19 მაისი_რუსი ოკუპანტები და აფხაზი სეპარატისტები რამდენიმე გალელ პედაგოგს რაიონიდან გაძევებით ემუქრებიან, რადგან მათ უარი განაცხადეს ოკუპანტების მიერ ” რუსული ენის შესასწავლად” გამართულ ტრენინგებში მონაწილეობაზე..

19 მაისი_ რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში ყველა საცალფეხო და სამანქანო გზების გადათხრა დაიწყეს, რათა ე.წ საზღვარზე ადგილობრივი მოსახლეობის გადმოსვლა შეზღუდონ.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის მიმოსვლა მხოლოდ შამგონის, ენგურის ხიდისა და სოფელ საბერიოს სამანქანო და საცალფეხო გადასასვლელით უქნება შესაძლებელი, რომლის გაკონტროლებაც თავად რუს სამხედრო ნაწილებს დაევალებათ.

19 მაისი_გალის რაიონის ყველა საავადმყოფოში, სოფლის ამბულატორიასა და სასწრაფო დახმარების სადგურში დღეიდან რუსი ექიმები იმუშავებენ. ამისთვის რუსეთის უშიშროების სასაზღვრო ძალების მეთაურმა სერგეი მიხაილოვმა ადგილზე უშიშროების სამსახურის ჰოსპიტლისა და კატასტროფის მედიცინის 32 ექიმი ჩაიყვანა. გუშინვე ჩაყვანილი სამედიცინო პერსონალი გალში მისთვის შერჩეულ ქართველთა სახლებში განათავსეს.

19 მაისი_ რუსი ოკუპანტები გალელ პედაგოგებს პარტია ”ედინნაია როსიაში” გაერთიანებას სთავაზობენ.

19 მაისი_ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან კრიმინალურმა დაჯგუფებამ ადგილობრივი მცხოვრები, 60 წლის მედიკო ჩეხერია გაიტაცა და ოჯახს გამოსასყიდი მოსთხოვა.

19 მაისი_სეპარატისტები მოლაპარაკებებს ერთ-ერთ რუსულ კომპანიასთან მართავენ, რომელსაც ბაბუშარას აეროპორტი ათწლიანი ვადით უნდა გადაეცეს. არსებული ინფორმაციით, აეროპორტის აღდგენა სოჭის ოლიმპიადას უკავშირდება.

20 მაისი_ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ქვედანაყოფების განლაგება გრძელდება.

ოკუპანტები ორი განყოფილების გახსნას გეგმავენ. ერთი განყოფილება სახმელეთო მიმართულების იქნება და გალის რაიონში განთავსდება. საზღვაო მიმართულების განყოფილების დისლოკაციის ადგილი კი გაგრა იქნება. ორივე განყოფილებაში ოცამდე საგუშაგო გაერთიანდება.

განყოფილებების ჩამოყალიბების შემდეგ რუსი მესაზღვრეები ე.წ საქართველო-აფხაზეთის საზღვრის გაკონტროლებას სრული მოცულობით დაიწყებენ.რუსები ადმინისტრაციული სზღვრის 68 კილომეტრიან ზოლზე ელექტრონულ-ლაზერული სისტემის უახლესი აპარატურის დამონტაჟებას აპირებენ,რათა მკაცრად გააკონტროლონ ე.წ. საზღვრის მთელი პერიმეტრი

20 მაისი_ წალენჯიხელ სამართალდამცველებს გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. სროლა 10 წუთს გაგრძელდა. ცეცხლი მას შემდეგ გაიხსნა, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გალის რაიონის სოფელ საბერიოს მიმართულებით გატაცებული ზუგდიდელი მენდოზა კუტალიას მიკროავტობუსის დაბრუნება მოახერხეს.

მენდოზა კუტალიას შეიარაღებულმა პირებმა ავტომანქანა წაართვეს და მისი გალის რაიონში გადაყვანა სცადეს, თუმცა ამაში ხელი ქართველმა სამართალდამცველებმა შეუშალეს. თავდამსხმელები გალის მიმართულებით მიიმალნენ.

20 მაისი- გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან ერთი კვირის წინ გატაცებული მედეა ჩეხერია თანასოფლელებმა ტყეში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მედეა ჩეხერია ნაწამებია, ის ერთი კვირის განმავლობაში ყაჩაღებს ხეზე ჰყავდათ მიბმული.

24 მაისი_ ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში მცხხოვრები გოჩა გულაიას სახლს სოფელ ოტობაიის ე.წ. ბლოკ-პოსტიდან რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს. გოჩა გულაიას სახლი დაცხრილულია. მას 15 ტყვია აქვს მოხვედრილი.

24 მაისი_ აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო ბაბუშარის აეროპორტისა და აფხაზეთის რკინიგზის რუსეთისათვის გადაცემის შესახებ.

25 მაისი_ოკუპანტების ნაღმზე 8 წლის ბავშვი აფეთქდა.

25 მაისი_საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ფიჩორში რუსული კატარღა შემოვიდა. მას ვეტმფრენიც მოჰყვებოდა. კატარღის შემოსვლას წინ უძღოდ ნაბაკევში ოკუპანტების მიერ ახალი ჯავშან-ტექნიკის შეყვანა. ახალი საგუშაგო იმ ტერიტორიაზე იხსნება, სადაც ადრე აფხაზური საკონტროლო პუნქტი იყო.

25 მაისი_სეპარატისტების ლიდერმა, სერგეი ბაღაფშმა განცხადება გააკეთა, რომ აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭო აპირებს "უძრავი ქონების" შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელოს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უფლებას მისცემს აფხაზეთში უძრავი ქონება შეიძინონ.

25 მაისი_თურქული გაზეთი ”ჰურიეტი” სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს იმის თაობაზე, რომ კომპანია ’ბენეტონი” უახლოეს მომავალში სოხუმში მაღაზიის გახსნას გეგმავს.

ბენეტონის წარმომადგენლის ზეინაბ სულეპის განცხადებით, აფხაზეთი აბრეშუმის გზის ისტორიულ მარშუტზე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი იყო და ბენეტონს ამ ტერიტორიის ათვისება აუცილებლად მიაჩნია.

27 მაისი_რუსული კომპანია ”როსნეფტი” ოკუპირებულ აფხაზეთში ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვებასა და გადამუშავებას აპირებს. ამის შესახებ განცხადება ”როსნეფტის” ხელმძღვანელმა სერგეი ბოგდანჩიკოვმა გააკეთა.

”როსნეფტთან” შეთანხმებას ხელი სეპარატისტული ხელისუფლების ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა მოაწერა. შეთანხმება 5 წლის ვადით გააფორმდა.

27 მაისი_ სოფელ თაგილონში 300-მდე რუსი ჯარისკაცი და მძიმე ტექნიკა შეიყვანეს.მძიმე ტექნიკა ოკუპანტებმა გალიდან იძულებით გადაადგილებული ქართველების ეზოებში განათავსეს, რუსმა სამხედროებმა კი, ღამე კარვებში გაათიეს.

27 მაისი_გალის რაიონის სოფელ მუხურიდან კრიმინალებმა ეროვნებით აფხაზი ასლანძია გაიტაცეს და გამოსასყიდის სახით 100 000 დოლარი მოსთხოვეს.

28 მაისი_"როსნეფტი" "აფხაზეთში, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოში" მუშაობას აპირებს. ასე გამოეხმაურა კომპანიის პრეს-სამსახური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო განცხადებას. "როსნეფტი", როგორც სახელმწიფო კომპანია რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პოლიტიკის გამტარებელია. ჩვენ ავირჩიეთ სამუშაოდ აფხაზეთი, რომელიც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა", - აცხადებენ კომპანიაში.

31 მაისი_ რუსი ოკუპანტები ინტენსიურად განაგრძობენ ენგურზე ადმინისტრაციული საზღვრის გამაგრებას . ე.წ. საზღვრის ჩასაკეტად რუსეთის სპეცდანიშნეულების რაზმი ჩაიყვანეს. ადგილზე უკვე იმყოფებიან კინოლოგებიც. დაფრინავენ ვერტმფრენები. ოკუპანტები ერთადერთი გამშვები პუნქტის მოწყობას ენგურის ხიდზე გეგმავენ.

პარალელურად, რუსი აგრესორები ზუგდიდისკენ მიმავალ არცერთ ავტობუსს არ უშვებენ. მათ მგზავრებს საბუთები ჩამოართვეს და ბაზარში გასაყიდად გამზადებული პროდუქტებიც წაართვეს.

31 მაისი_ დღემდე უცნობია გალის რაიონის სოფელ მუხურის გამგებლის დემურ ასლანძიას ადგილსამყოფელი. გამტაცებლები მის გამოსასყიდად 100 000 დოლარს ითხოვენ.

ანგარიში მოამზადა „აფხაზეთის მედია-ცენტრმა“

ახალი ამბები