კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელ გოჩა წიკლაურს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

8 ივნისი, 2009

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მილერი ხარებავამ “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს’’ წარმომადგენელ გოჩა წიკლაურს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა წიკლაურის ადვოკატის ირაკლი გრძელიძის შუამდგომლობა, 10 000 ლარის  გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.

როგორც გამოძიება შუამდგომლობაში აღნიშნავს, გოჩა წიკლაურის თავისუფლებაში ყოფნა ხელს შეუშლის გამოძიებას, არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.

ადვოკატის ინფორმაციით, მუხლი, რომელიც გოჩა წიკლაურს აქვს წაყენებული, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ამ კატეგორიის დანაშაულის 75%-ზე გამოძიება გირაოს მოთხოვნის შუამდგომლობით შედის სასამართლოში, დანარჩენ 25%-ზე კი, ნასამართლეობის და დაკავებულის წარსულის მიხედვით წყდება საკითხი. წიკლაური კი არ არის ნასამართლევი’’, - განაცხადა ირაკლი გრძელიძემ. მანვე აღნიშნა, რომ ბრალდებული დანაშაულეს არ აღიარებს.

მისივე თქმით, ჩხრეკისას ამოღებული ‘’ტე-ტე’’-ს სისტემის იარაღი  სამი ვაზნით გოჩა წიკლაურს არ ეკუთვნოდა.

‘’მას იარაღის შენახვა-ტარების უფლება ჰქონდა. ჰქონდა კიდეც რეგისტრირებული იარაღები და არანაირად არ სჭირდებოდა, უკანონო იარაღი ეტარებინა’’,-განმარტა ადვოკატმა.

გოჩა წიკლაურმა კი განაცხადა, რომ ექსპერტიზას ითხოვს, რატა დადასტურდეს, არის თუ არა მისი თითის ანაბეჭდები იარაღაზე, თუმცა გამოძიებამ ექსპერტიზა არ დანიშნა.

წიკლაური ამბობს, რომ უდანაშაულოა და ჭერშმარიტების დასადგენად გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

გოჩა წიკლაური შს სამინისტროში 2006 წლამდე მუშაობდა. ნინო ბურჯანაძის პარტიის ცენტრალური აპარატის თანამშრომელი 6 ივნისის იარაღის უკანონოდ შეძენის, შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები