კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით ფაცაციამ ციხეში შიმშილობა დაიწყო

17 ივნისი, 2009

ნონა სალაღაია

ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ 12 ივნისს პარლამენტის შენობასთან მომხდარი ინციდენტში მონაწილეობისთვის დაკავებულმა დავით ფაცაციამ ციხეში შიმშილობა დაიწყო.

ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ მოგვაწოდა. ფაცაციამ შიმშილობა კორძაიას მტკიცებით გუშინ, 16 ივნისს დაიწყო.

„სამწუხაროდ, ამ ფაქტის გაშუქება საინფორმაციო საშუალებებში ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. ჩვენ ძალიან გვაფიქრებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დავითს ჯანმრთელობა იმთავითვე ჰქონდა შერყეული და არსებობს საშიშროება, რომ ის ვერ გაუძლებს იმ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რასაც დაპატიმრებულები განიცდიან ძალოვნების მხრიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ ფაცაციას მხედველობა მნიშვნელოვნად აქვს შეზღუდული. ასეთ ფონზე კი მისი შიმშილობა შეიძლება ძალიან საშიში იყოს სიცოცხლისათვის“ - გვითხრა ირაკლი კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ დავით ფაცაცია სამართალდამცავებმა 12 ივნისს, ბენო გეგეჭკორთან ერთად მცხეთაში დააკავეს. მათ ბრალად პარლამენტის შენობასთან მომხდარ ინციდენტში მონაწილეობა ედებათ. ბენო გეგეჭკორს სასამართლომ ადმინისტრაციული სასჯელი დააკისრა, 400 ლარის ოდენობით, ხოლო დავით ფაცაციას 25 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.

ახალი ამბები