კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკრაინის მოქალაქის „კოხტად“ შეკერილ საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

17 ივნისი, 2009

დღეს, 17 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში უკრაინის მოქალაქის, ორესტ ბოხონკოს საქმის განხილვა შედგება.

ბოხონკოს, რომელიც საქართველოში 2008 წლის 27 სექტემბერს ჩამოვიდა და იმავე დღეს დააკავეს, ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა და საქართველოში გასაღების მიზნით შემოტანა ედება. თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

ბრალდებულის უფლებებს სასამართლოზე ადვოკატ ხათუნა ჯანაშიასა და შორენა კალანდიასთან ერთად ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი იცავს, რომელიც იმ კანონდარღვევებზე საუბრობს, რომლებიც უკრაინის მოქალაქის დაკავებას ახლდა თან: - „ბოხონკო დაკავებისას სასტიკად აწამეს, მისი სხეულიდან ნარკოტიკული საშუალებების ამოღება კანონის ყოველგვარი ნორმის დარღვევით მოხდა. საქმე ისაა, რომ უკრაინელს დაკავებისას სამეგრელო-ზემო სვანეთის „კუდ“-ის უფროსმა კოხტა კოდუამ შეუმოწმა ანალური ხვრელი, რაც ადამიანის უფლების შემლახველ ქმედებად ითვლება და პირდაპირ ენიჭება წამების კატეგორია“.

ბოხონკოს ადვოკატები მიუთითებენ იმაზეც, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება მოხდა ადვოკატის გარეშე და არც უკრაინის საელჩოსთვის უცნობებიათ სამართალდამცავებს ამ ქვეყნის მოქალაქის დაკავების შესახებ. ბოხონკო, მისივე ჩვენების თანახმად, დაკავების დროს სასტიკად სცემეს და ხელი მოაწერინეს რაღაც დოკუმენტზე, რომლის შინაარსი მისთვის გაუგებარი იყო, რადგან ქართული არ იცის და დოკუმენტის შინაარსი მისთვის არავის გაუცვნია.

ამ საქმით უკვე დაინტერესდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებმაც პატიმრის განთავისუფლება კატეგორიულად მოითხოვეს.

„აღსანიშნიშნავია ისიც,“ - აცხადებს ანდრიაშვილი - „რომ პროკურატურა შეგნებულად აჯანჯლებს საქმის განხილვას. პროკურატურის ინიციატივით საქმის განხილვა უკვე ორჯერ გადაიდო, არადა 27 ივნისს გადის მისი პატიმრობის კანონიერი ვადა და თუ აქამდე სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს დაირღვევა კანონის კიდევ ერთი ნორმა“.

ახალი ამბები