კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დღეს დედების და ოპოზიციის აქცია გაიმართება

18 ივნისი, 2009

პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დღეს, 15 საათზე ქართველი დედებისა და ოპოზიციის აქცია გაიმართება, - ამის შესახებ გუშინ „კონსერვატორმა“ ბიძინა გუჯაბიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მხარდამჭერებთან, რომლებიც პოლიციის შენობაში იმყოფებიან, არ უშვებენ ექიმებს და მათ სამედიცინო დახმარების შესაძლებლობა არ ეძლევათ. დაკავებულთა მდგომარეობა კი ძალიან მძიმეა.

ქართველი დედების სახელით მიტინგზე გამოვიდა იზო მიქელაძე, რომელმაც ყველა ქართველ დედას აქციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, დღეს, 15:00 საათზე, მაიაკოვსკის ძეგლთან შეიკრიბებიან, რის შემდეგაც პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციას გამართავენ. აქციის მიზანია, დაკავებული ახალგაზრდების მხარდაჭერა.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები