კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან მორიგი დარბევა განხორციელდა

19 ივნისი, 2009

წუხელ გვიან ღამით პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან განთავსებული საკნები და აქციის მონაწილეები დაარბიეს. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებენ ავლაბრის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები. მათი მტკიცებით,  18 ივნისს, გვიან ღამით, რეზიდენციასთან რამოდენიმე ათეული პოლიციის ფორმასა და სამოქალაქო ტანსაცმელში შემოსილი ადამიანი მივიდა და აქციის მონაწილეების ცემა და საკნების რბევა დაიწყო.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, რომლებიც დარბევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მივიდნენ ინციდენტის ადგილას, ეს არის ხელისუფლების მორიგი პროვოკაცია, რომელიც საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად.

აქციის მონაწილეებმა დარბეული საკნები უკვე აღადგინეს. მათი განცხადებით, აქციის რამოდენიმე მონაწილე ნაცემია, ხოლო რამოდენიმეს საერთოდ ვერ პოულობენ.

„მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ პრესმდივანმა ირინა ჯაბაურმა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ ვერ ხერხდება პარტიის სამ აქტივისტთან დაკავშირება. „ჩვენი მოძრაობის აქტივისტები, რომლებიც ავლაბრის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები იყვნენ, ამ ინციდენტის შედეგად უკვალოდ გაქრნენ. გვაქვს ეჭვი, რომ კოსტა კოკოზაშვილი, დათო ამაშუკელი და ჯუმბერ ჯიქია სამართალდამცავებმა დააპატიმრეს ან უარესი უბრალოდ გაიტაცეს.“
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ავლაბრის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტს.

წუხელ გვიან ღამით ინციდენტის ადგილი მოინახულეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკურმა პაუკო ტენდმა და საქართველოს სახალხო დამცველმა... ორივემ შეშფოთება გამოხატა მომხდარის გამო, სოზარ სუბარმა ხელისუფლების მორიგი მიზანმიმართული პროვკაცია უწოდა.

ახალი ამბები