კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ხელისუფლაბას ტელეკომპანია „რიონის“ ეთერის ჩაშლაში ადანაშაულებს

19 ივნისი, 2009

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ხელისუფლაბას ტელეკომპანია „რიონის“ ეთერის ჩაშლაში ადანაშაულებს. მოძრაობის პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გუშინ იმერეთში მოძრაობის რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. მოძრაობის ლიდერი ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში მიიწვიეს,  თუმცა ტელეკომპანიას გადაცემის ეთერში გასვლამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს და ეთერი ჩაიშალა.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის ტელეკომპანია „რიონის“ მაუწყებლობისთვის, როდესაც ხელისუფლებისთვის არასასურველი ოპონენტების დაბლოკვა ამგვარი ხელხით ხორციელდება“ - აცხადებენ მოძრაობის წარმომადგენლები.
ისინი მოუწოდებენ, როგორც იმერეთის, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, შეწყვიტონ მასმედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა.

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოს“ წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ოპონენტებთან აკრძალული ხერხებით ბრძოლა საბოლოო ჯამში ხელისუფლების წინააღმდეგ იმოქმედებს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები