კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, შესაძლოა, შავ ხვრელად გადაიქცეს

19 ივნისი, 2009

აფხაზეთი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შესაძლოა შავ ხვრელად გადაიქცეს. ამის შესახებ საუბარია ევროპის საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს რუსეთ-საქართველოს ომის ჰუმანიტარული შედეგების შემსწავლელი ჯგუდის წევრების, ლუკ ვან დერ ბრანდეს, მათიას ეორშისა და კორინ იონკერის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს ევროკავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მომხსენებლები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ რუსეთმა კონფლიქტის ზონაში გაეროს მისიის მუშოაბა დაბლოკა.

„გაეროს მისიის გარეში აფხაზეთი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, შესაძლოა, შავ ხვრელად გადაიქცეს. მისიას საქართველოში საქმიანობის 15-წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ეს გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მომხსენებლები ყველა მხარეს სთხოვენ, იფიქრონ კონფლიქრების ზონაში ადამიანების უსაფრთხოებაზე და არა - პოლიტიკაზე.

„გაეროს მისიის წასვლის შემდეგ აფხაზეთში აღარ დარჩება დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ვითარებას გააკონტროლებს. ამის გამო ის ხალხი დაზარალდება, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ გალის მასობრივად დატოვება მოსახლეობას არ სურს, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიების გარეშე რაიონის დაცლა ქართული მოსახლეობისაგან რეალურია.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები