შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 21 ივნისს, გვიან ღამით, საქართველოს პარლამენტის შენობისთვის ე. წ. „მოლოტოვის კოკქტეილის“ გამოყენებით საკანონმდებლო ორგანოს კარის დაზიანებაში ეჭვმიტანილი თემურ ხასია დააკავეს.
სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებული თემურ ხასია ადრე ქურდობისთვის იყო ნასამართლევი. სამინისტროს განცხადებით ხასიამ დანაშაული აღიარა.
წყარო: „ინტერპრესნიუსი“