კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატებმა პატიმრები მოინახულეს და მათ მკურნალობას ითხოვენ

25 ივნისი, 2009

დღეს დეპუტატებმა რუსუდან კერვალიშვილმა და ჯონდი ბაღათურიამ დროებითი მოთავსების #2 იზოლატორში ოპოზიციის დაკავებული აქტივისტები მოინახულეს.

დეპუტატებმა პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადეს, რომ ისინი ორი დაკავებულის - დაჩი ცაგურიას და მიშა მესხის მკურნალობას ითხოვენ.

ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ შუამდგომლობით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, რათა ამ უწყებამ აიღოს პასუხისმგებლობა მათ მკურნალობაზე. მისივე თქმით, მიშა მესხი და დაჩი ცაგურია საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ.

„ისინი მხნედ არიან, გულგატეხილობას არ გრძნობენ და საბრძოლა განწყობა აქვთ. 19 დაკავებულიდან 8 ნაცემია, თუმცა დაკავების შემდეგ საკმაო დრო გავიდა და მათ დაზიანებები გარეგნულად არ ეტყობათ, მხოლოდ დაჩი ცაგურიას ემჩნევა ხელზე დაზიანებები“ - განაცხადა ბაღათურიამ და აღნიშნა, რომ დაკავებულებს პირადად სთხოვა შეწყვიტონ შიმშილობა.

ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი ასევე აღნიშნავ, რომ დაკავებიდან 9 დღე გავიდა და თვალით ხილული დაზიანებები მათ არ ემჩნევათ.

„იზოლატორში 19-დან 8 ადამიანი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით არის შეყვანილი. კარგი იქნებოდა ცაგურია ნევროპათოლოგმა ნახოს. ამბობს თვითონ, რომ სცემეს. რამდენიმე მათგანს, მათ შორის ცაგურიას ექიმების დახმარება სჭირდება. ნევროპათოლოგთან კონსულტაციას საჭიროებენ პროფილაქტიკის მიზნით, რათა დადგინდეს, აქვთ თუ არა ტვინის შერყევა“ - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

მან თქვა, რომ ახალგაზრდებთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის იმ პროტესტზე, რომელსაც ახალგაზრდები გამოხატავენ.

კერვალიშვილის თქმით დაკავებულებს იზოლატორის ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზიები არ გამოუთქვამთ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები