კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ახალი მემარჯვენების“ წევრ კოტე კაპანაძეს გირაოს სახით 20 000 ლარი შეეფარდა

25 ივნისი, 2009

კახეთში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ „ახალი მემარჯვენების“ წევრ კოტე კაპანაძეს, გირაოს სახით 20 000 ლარი შეეფარდა.

კაპანაძეს 2005-2006 წლებში და 2009 წელს სახელმწიფოსათვის 82 000 ლარის ზარალის მიყენებაში სდებენ ბრალს. ეს ის წლებია, როდესაც კოტე კაპანაძე საგადასახადო ინსპექციაში ინსპექტორად მუშაობდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის, გამომძიებელ ჯონი ჯიჭონაიას განცხადებით, კაპანაძემ 2005-2006 წლებში საგადასახადო ინსპექციაში მუშაობისას ინდივიდუალურ მეწარმეს აიდან მაილოვს დაბალი გადასახადი დააკისრა. „შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მეწარმეს 17 ათასი ლარის ნაცვლად 208 400 ლარი უნდა გადაეხადა“,- აცხადებს ჯონი ჯიჭონაია.

დაკავებულის ძმა ვაჟა კაპანაძე კი ამბობს, რომ მის ძმას არარსებულ საქმეს ედავებიან და ეს მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. „ახალი მემარჯვენეების“ თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკა ვარდოშვილი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულეს და კაპანაძე უკანონოდ დააკავეს. მისივე თქმით, კოტე კაპანაძე და მისი ძმა ვაჟა „ახალი მემარჯვენეების“ აქტიური წევრები არიან, რის გამოც ხელისუფლებისგან იდევნებიან.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები