კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში წამების მსხვერპლთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

26 ივნისი, 2009

ბათუმში დღეს წამების მსხვერპლთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრისა“ და სახალხო დამცველის ბათუმის წარმომადგენლობის ინიციატივით, 26 ივნისს სახალხო დამცველის ოფისში მოეწყო იყო ანიმაციური ფილმის „ანარეკლი“ ჩვენება. შემდეგ კი ფილმსა და ადამიანის წამების ფაქტებზე დისკუსია გაიმართა.

ბათუმში სახალხო დამცველის რწმუნებულის გიორგი ჩარკვიანის განცხადებით „აჭარაში ადამიანის წამების ფაქტები არცთუ იშვიათია. ამის დასტურად სერჟანტ როინ შავაძის შემთხვევაც გამოდგება. სახალხო დამცველის ოფისი ახლა სწავლობს კიდევ ერთ ფაქტს. ადვოკატი პაატა შავაძე პოლიციის თანამშრომლების მისი დაცვის ქვეშ მყოფის, განსასჯელ კობა ანთიძის ცემაში ადანაშაულებს. გავრცელებული ინფორმაციით ის პოლიციის განყოფილებაში სცემეს, ანთიძის საწამებლად, როგორც ჩანს ელექტროშოკიც გამოიყენეს.“


ამავე შეხვედრაზე გაიმართა წიგნის პრეზენტაცია. წიგნში სახელწოდებით „მე მქვია...“ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის 14 კლიენტის ისტორიაა შესული.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები