კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დააპატიმრეს

29 ივნისი, 2009

რესპუბლიკური პარტიის წევრი მერაბ ქათამაძე 27 ივნისს პოლიციამ იარაღთან დაკავშირებული ბრალდებით დააპატიმრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება ქათამაძის 5,000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე.

საგამომცემლო კომპანიის ”აზრის” დირექტორი და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი მერაბ ქათამაძე ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელია რესპუბლიკური პარტიის იმ რვა აქტივისტს შორის, რომლებიც პოლიციამ ბოლო კვირების მანძილზე დააკავა. მათი უმეტესობა იარაღის უკანონო შენახვის ან ტარების ბრალდებით იქნენ დაკავებული.

ამავე ბრალდებით ბოლო კვირების მანძილზე ასევე დააკავეს სხვა ოპოზიციური პარტიების აქტივისტები.

წყარო: „სივილ ჯორჯია“

ახალი ამბები