კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

5 წლის გოგონა, შესაძლოა, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთონ

29 ივნისი, 2009

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 5 წლის მეგი ხაზიური, რომელიც მეოთხე დღეა უგონო მდგომარეობაშია, თანხის გადაუხდელობის გამო, შესაძლოა, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთონ.
 
ბავშვის ბებია გულნაზი ხაზიური აცხადებს, რომ  ოჯახი ვერ იხდის კლინიკის მიერ მოთხოვნილ თანხას. კლინიკაში ყოველდღიური გადასახდელი 400 ლარს შეადგენს.

5 წლის მეგი ხაზიური, 26 ივნისს, დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღების შედეგად მოიწამლა. გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, სადაც ხაზიურები ცხოვრობენ, ბავშვი სათამაშოდ მეზობელთან იყო გასული. 5 წლის მეგიმ და 3 წლის ქრისტინე ვარდოსანიძემ მედიკამენტები დალიეს, რაც მშობლებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. 3 წლის ქრისტინეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეგი ხაზიურის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე.

გოგონას ოჯახი დახმარებას ითხოვს.

წყარო: „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“

ახალი ამბები