კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ქვეყანაში რეპრესიული რეჟიმია დამყარებული

30 ივნისი, 2009

სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების ოფისებში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში რეპრესიული რეჟიმი დამყარდა. მისი განცხადებით, რეპრესიული რეჟიმი ცილისწამებაზე, მოსმენასა და დაჭერებზეა დამყარებული.

ის ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების ოფისებში მოსასმენი აპარატურის  აღმოჩენა არ გაჰკვირვებია, ვინაიდან აქამდეც დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი აპარატურა თითქმის ყველა პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში იყო დამონტაჟებული.

„ამ ფაქტს არ გავუოცებივარ, ეს ხომ აქამდე ყოველი პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში ხდებოდა. 7 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ჩანაწერები, რომლებიც ცხადყოფდნენ, როგორ უსმენდნენ სახელმწიფო მინისტრს და პარლამენტის წევრებს. ამის შემდეგ პრეზიდენტმაც აღიარა ეს ფაქტი, თუმცა თქვა, რომ ეს დანაშაული არაა - ჩვენ ამ ხალხის მორალური სახე უნდა გამოგვეაშკარავებინაო. ამაზე პასუხი უნდა ეგოთმ ვინაიდან მოსმენები უკანონოდ ხორციელდებოდა“ - აღნიშნა სუბარმა.

მისივე თქმით პოლიტიკური პარტიების ოფისებში აღმოჩენილი აპარატურის ყიდვა ჩვეულებრივ ადამიანს არ შეეძლო.

„ყველა ეს აპარატი დანომრილია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან ადვილად შეუძლია იმის გარკვევა, როდის და ვისგან მოხდა მოსასმენი აპარატის შესყიდვა“ - განმარტა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, რომ მოსასმენი აპარატურა „კონსერვატორებისა“ და „საქართველოს გზის“ ოფისებში აღმოაჩინეს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები