კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს: ოპოზიციური პარტიების ოფისებში აღმოჩენილ მოსასმენ აპარატურას სპეცსამსახურები აღარ იყენებენ

1 ივლისი, 2009

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს გზისა და კონსერვატიული პარტიის ოფისებში აღმოჩენილი მოსასმენი მოწყობილობა ”არ  წარმოადგენს სპეცტექნიკას და მსგავს აპარატურას სპეცსამსახურები  უკვე 6 წელია აღარ იყენებენ”.
ამ განცხადებას 30 ივნისს შსს აღნიშნული მოწყობილობების შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს თქმით, ამ ფაქტებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობას გამოძიება.

”ნიშანდობლივია რომ მსგავსი ტექნიკის შეძენა არ საჭიროებს  რაიმე სპეციალურ ლიცენზიას. მისი ყიდვა თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს როგორც უცხოეთის ბევრ ქვეყანაში, ასევე საქართველოში,”- აცხადებს შსს, ”აღნიშნული გარემოება  ბუნებრივია ართულებს საქმის გამოძიებას, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ საქმეზე  დეტალების დასადგენად და დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ საზოგადოება დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული”.

დღესვე სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ”დანაშაული” უწოდა ოპოზიციური პარტიების ოფისებში  მოსასმენი აპარატურების დამონტაჟების ფაქტს და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

”ეს იქნებოდა უდიდესი სკანდალი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და იმპიჩმენტის საფუძველი,”- განაცხადა მან, ”ამასაც თუ არაფერი არ მოჰყვა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არათუ დემოკრატია არ არის, არამედ საბოლოოდ ჩამოვყალიბდით რეპრესიულ სახელმწიფოდ, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს უბრალოდ არ დაედგომება”.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ მოსასმენი აპარატები მის სამუშაო ოთახსა და საკონფერენციო დარბაზში აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც ანალოგიური მოსასმენი მოწყობილობები იქნა თავდაპირველად საქართველოს გზის ოფისში გამოვლენილი 29 ივნისს.

”პოლიტიკური პარტიის წევრებს იჭერენ, აპატიმრებენ სრულიად უსაფუძვლოდ ნარკოტიკული ნივთიერებების და იარაღის ჩადებით. მაგრამ როგორც ირკვევა, მხოლოდ ამით ისინი არ კმაყოფილდებიან და ჩვენსავე ოფისებში აქვთ დამონტაჟებული მოსასმენი მოწყობილობა,”- განაცხადა ძიძიგურმა.

წყარო: „სივილ ჯორჯია“

ახალი ამბები