გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს ექიმებს უხელფასო შვებულებაში გასვლას აიძულებენ.
ექიმების ცნობით, ამის შესახებ მათ რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გელა ორველაშვილმა განუცხადა. „ასეთი რამ გასულ წლებშიც არ მომხდარა. ორველაშვილმა გვითხრა, თუ შვებულებაში წასვლა არ გინდათ, იყავით, მაგრამ ხელფასს ვერ მოგცემთ და თუ შვებულებაში წახვალთ, შვებულების თანხას ვერ მიიღებთო“, - აღნიშნეს ექიმებმა.
საავადმყოფოს მთავარი ექიმი გელა ორველაშვილი ექიმების ბრალდებებს არც უარყოფს და არც ადასტურებს. მისი თქმით, ექიმების ნაწილს უხელფასო შვებულებაში გასვლა ნამდვილად მოუწევს.
გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში 120-მდე ადამიანია დასაქმებული.
წყარო: „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“