ჯონდი ბაღათურია მანიფესტაციებისა და შეკრებების საერთოდ აკრძალვის საფრთხეზე საუბრობს
06.07.2009
„ქართული დასის“ ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მანიფესტაციებისა და შეკრებების წესების შესახებ მომზადებულ კანონპროექტში მათი საერთოდ აკრძალვის საფრთხეს ხედავს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი „ფსევდოდემოკრატიიდან ავტორიტარიზმისკენ სვლაა,“ რადგან მიტინგები თავის დროზე მხოლოდ კომუნისტებმა და ფაშისტებმა აკრძალეს.
პარლამენტში მომზადებული კანონპროექტთა პაკეტით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციების დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 30-დან 90 დღემდე იზრდება.
გარდა ამისა, პოლიციას საშუალება ეძლევა, გამოიყენოს არალეტალური იარაღი; შესაბამისი წესების დარღვევისთვის აქციის მონაწილეები ჯარიმდებიან 1000, ხოლო ორგანიზატორები 5 000 ლარით.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას