კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტი დედოფლისწყაროს გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

6 ივლისი, 2009

დედოფლისწყაროს რაიონში მომუშავე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების სამსახურის უფროსმა ლევან ჯამალაშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

„ლევან ჯამალაშვილი დამემუქრა, მეც და რაიონის გამგებელსაც თუ თავს არ დაგვანებებ, ფიზიკურად გაგისწორდებიანო. სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებიც მითხრა, რომელსაც ვერ გავიმეორებ“, - აღნიშნავს მარტყოფლიშვილი. მისივე თქმით, გამგეობის თანამშრომლების გაღიზიანება ინტერნეტში, მის ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიებს უკავშირდება, სადაც რიგითი ადამიანები ლევან ჯამალაშვილს და სხვა ჩინოვნიკებს უდიერად მოპყრობასა და სხვადასხვა სახის მუქარებში ადანაშაულებენ.

ჟურნალისტის ბრალდებას ლევან ჯამალაშვილი კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ორი კვირაა მარტყოფლიშვილი საერთოდ არ უნახავს და მუქარას ადგილი არ ჰქონია.

უნდა აღინიშნოს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის  თანამშრომლები მკვეთრად აგრესიულები არიან იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

წყარო: „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“

ახალი ამბები