საქართველოში რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ევროკომისიამ დამატებით 2 მლნ ევრო გამოყო.
„ევროკომისიის დახმარება მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ისინი შინ არ დაბრუნდებიან“, - განაცხადა ევროკომისიის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
გამოყოფილი თანხა საკვებ პროდუქტებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა ფულად დახმარებას და იმ მოხალისეთა დაფინანსებას მოხმარდება, რომლებიც დევნილთათვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესში მონაწილეობდნენ.
წყარო: საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი“