კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ოპოზიციის ოთხი აქტივისტი გაათავისუფლეს

8 ივლისი, 2009

თბილისის პოლიციის სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გუშინ ოთხი აქტივისტი გაათავისუფლეს.

გათავისუფლებული არიან „ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წებრენი კახა ბეიტრიშვილი და კახა იორდანაშვილი, „საქართველოს გზის“ აქტივისტი მამუკა ბალიაშვილი და მოძრაობა „რატომ“-ის წევრი დავით ფაცაცია.

იზოლატორიდან გამოსულმა ფაცაციამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ მედიასაშუალებას, რომლებიც მათი დაკავების ფაქტებს ობიექტურად აშუქებდნენ. მან მადლობა გადაუხადა ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს და მამა გიორგის. ფაცაციამ განაცხადა, რომ მამა გიორგი იყო შესული მასთან იზოლატორში და ამხნევებდა.

დავით ფაცაციამ განაცხადა, რომ იზოლატორში ყოფნის დროს ნახა 15 ივნისს დაკავებული და სასტიკად ნაცემი ახალგაზრდები. „ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და გაგრძელდება. 15 ივნისს მოხდა ძალადობის უპრეცენდენტო ფაქტი. ამას ჩვენ არ შევურიგდებით და სააკაშვილის დიქტატურასა და რეჟიმს დავამარცხებთ“ - თქვა დავით ფაცაციამ.

ყველა გათავისუფლებული 12 ივნისს პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. თუმცა „საქართველოს გზის“ აქტივისტი მამუკა ბალიაშვილმა განაცხადა, რომ მას ამ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია. მისივე თქმით, ის სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმულმა ადამიანებმა დააკავეს, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებით მას ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის წაუყენეს. ბალიაშვილი აცხადებს, რომ დაკავებისას ჩამოართვეს პირადობის მოწმობა და მობილური ტელეფონი, რომელიც დღემდე არ დაუბრუნებიათ.

პოლიციის სამმართველოს შენობასთან განთავისუფლებულ აქტივისტებს ახლობლები, ოპოზიციის წარმომადგენლები და მოძრაობა „რატომ“-ის წევრები დახვდნენ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები