კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი’’ დიმიტრი შაშკინს მძიმედ დაავადებული პატიმრების მიმართ ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს

8 ივლისი, 2009

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი’’ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრს დიმიტრი შაშკინს მძიმედ დაავადებული პატიმრებისთვის კანონით და საერთაშორისო ნორმებით მინიჭებული უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უმოქმედობის გამო კიდევ ერთი პატიმარი დაიღუპა. კერძოდ, მსჯავრდებული ჯემალ ვერულიძე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ფილტვების ტუბერკულოზის დიაგნოზით 14 ივნისს გარდაიცვალა.

მანანა კობახიძის თქმით, პატიმარი სამედიცინო ცენტრში გადაყვანიდან ორ კვირაში გარდაიცვალა. ციხეში კი, უმძიმესი დაავადების მიუხედავად, არ უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა და სწორედ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უმოქმედობის გამო გარდაიცვალა.

მისივე განცხადებით, ასეთი კატეგორიის პატიმარი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად ექვემდებარებოდა სასჯელისგან გათავისუფლებას, თუმცა მსგავსი შუამდგომლობით სასჯელაღსრულების დეპარტამენტს სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

„მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ვერულიძე ციხეში იმყოფებოდა, არ იყო უზრუნველყოფილი მკურნალობით. სახელმწიფომ სიცოცხლის უფლება დაარღვია, რის გამოც ევროსასამართლოში გავაგზავნით საქმეს. პატიმარი 2006 წელს შევიდა ციხეში და ტუბერკულოზით იქ დაავადდა. სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და დიმიტრი შაშკინი ვალდებული არიან, კანონით მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებული პატიმრის ვადამდე გათავისუფლება მოითხოვონ, მათ ეს არ გაუკეთებიათ, რის  შემდეგაც პატიმარი გარდაიცვალა. მას ფსიქიკური დაავადებაც ჰქონდა, ქალა-ტვინის ტრავმით შევიდა საპყრობილეში. მისი დაავადება იმ კატეგორიის იყო, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად გათავისუფლებას ექვემდებარება“, - განმარტა მანანა კობახიძემ და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ზოგადად, მძიმეა მდგომარეობა. ვითარება, მისი თქმით, უკეთესობისკენ არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამინისტრო შეიქმნა და ახალი ციხეები გაიხსნა.

მისივე თქმით,  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებული  მონაცემების მიხედვით, 2009 წელს სასჯელისგან ერთი პატიმარი, ხოლო 2008 წელს ორი პატიმარი გათავისუფლდა, რაც 19 ათასი პატიმრის პირობებში ძალიან მინიმალურია.

„პრაქტიკულად არ ხდება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად დაავადებული პატიმრების სასჯელისგან გათავისუფლება, ხოლო შედარებით მეტად ახდენენ დაავადებული პატიმრების მიმართ სასჯელის გადავადებას, თუმცა ესეც მინიმალურია. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არ ითხოვს სასასმართლოსგან პატიმრების სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას“, - ითქვა დღევანდელ პრეკსონფერენციაზე.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

ახალი ამბები