კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ადმინისტრაციული პატიმრობის გასაჩივრების დამკვიდრებას ითხოვს

9 ივლისი, 2009

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ადმინისტრაციული პატიმრობის გასაჩივრების წესის დამკვიდრებას ითხოვს.

ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საია-ს თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა გააკეთა.

მისი თქმით, ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს პირობა შესაძლოა საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს მიერ არაერთი გადაწყვეტილების საფუძველი გახდეს.

“იყო პრაქტიკა, როდესაც ევროპულმა სასამართლომ სომხეთს დააკისრა საკმაოდ დიდი სანქცია, რადგან გასაჩივრების პირობა სომხურ კანონდებლობაშიც არ არის გათვალისწინებული”,-აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე განცხადებით, ევროპულ სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც პატიმრობა აღემატება თუნდაც 7-დღიან ვადას, გასაჩივრების შესაძლებლობა აუცილებლად უნდა ატსებობდეს.

“როდესაც ქართული კანონმდებლობით ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 30-დან 90 დღემდე იზრდება, ისედაც არსებული რეკომენადაციის შეუსრულებლობა უფრო მძიმდება”,-აღნიშნა საია-ს ხელმძღვანელმა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ლაშა თორდიამ კი მზადყოფნა გამოთქვა, რომ ამ საკითხზე დისკუსია და მსჯელობა დაიწყოს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები