კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“ „სითი პარკს“ მძღოლების უკანონოდ დაჯარიმებაში ადანაშაულებს

9 ივლისი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“ შპს „სითი პარკის” მიერ მოქალაქეების უკანონოდ დაჯარიმებას აპროტესტებს.
 
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გაარკვიეს, რომ „სითი პარკი“ არასწორი პარკირების გამო ევაკუირებული ავტომანქანების მძღოლებს კანონის დარღვევით აჯარიმებს. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი დათქმის მიხედვით, “სითი პარკის” თანამშრომლებს აქვთ კანონიერი უფლება გადაიყვანონ ამკრძალავი ნიშნის ქვეშ მდგომი ავტომობილი შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, მაგრამ მძღოლის მიერ პირადობის მოწმობის და მართვის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში ვალდებულნი არიან, დაუყოვნებლივ გადასცენ მესაკუთრეს მის საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

ორგანიზაციის ცნობით, კანონი არ უწესებს მოქალაქეს არც ჯარიმის გადახდის ვადას და არც შეზღუდვას _ ჯერ გადაიხადოს ევაკუირების თანხა და შემდეგ წაიყვანოს კუთვნილი ავტომობილი.

„მიუხედავად ამისა, “სითი პარკი” კანონის დარღვევით მძღოლებს არ აძლევს საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის უფლებას, სანამ არ გადაიხდიან ჯარიმის თანხას 10 ლარის და ავტომობილის ევაკუირების თანხას _ 60 ლარის ოდენობით. აღნიშნულით მოქალაქეებს ერღვევათ საკუთრების უფლება, რადგან ისინი ვერ ახდენენ მათ მფლობელობაში მყოფი ნივთის გამოყენებას.

აღსანიშნავია  ისიც, რომ კანონში არსად არის მითითებული, რომ “სითი პარკის” წარმომადგენლებს აქვთ 60-ლარიანი ჯარიმის, როგორც კანონით გათვალისწინებული სავალდებულო გადასახადის, ამოწერის და მიგადაუხდელობის შემთხვევაში, მანქანის დაპატიმრების უფლება. ასევე აბსოლუტურად გაურკვეველია ტარიფის შესაბამისობა ტრანსპორტის ავტოსადგომზე გადაყვანის ხარჯებთან“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.

„კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“ მოუწოდებს ყველა მძღოლს, ნუ გახდებიან უკანონობის მსხვერპლნი, მათ უფლება აქვთ ჯარიმის და ევაკუირების თანხის გადახდამდე, მხოლოდ პირადობის და მართვის მოწმობის წარდგენის  საფუძველზე საჯარიმო სადგომიდან გამოიყვანონ და ისარგებლონ საკუთარი ავტომობილებით.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები