კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველის შეფასებით, ოსები საქართველოში თავს დაუცველად გრძნობენ

15 ივლისი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი კახეთიდან ოსების მიგრაციის მიზეზად, სოციალურ პრობლემებთან ერთად, პოლიტიკურ ფაქტორსაც ასახელებს.

„სოფლებში სოციალური პრობლემები მართლაც გაუსაძლის მდგომარეობას ქმნის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოდან ოსების წასვლის მთავარი მიზეზი პოლიტიკური სიტუაციაა. ოსებს არასტაბილურობის განცდა აქვთ, განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ. ისინი ფიქრობენ, რომ კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა, ეთნიკურ ნიადაგზე შურისძიების მსხვერპლად იქცნენ. მათ ეშინიათ საქართველოში ყოფნის, რადგან თავს დაუცველად გრძნობენ, ამიტომაც ნაკლებად უსაფრთხო ადგილზე ცხოვრებას არჩევენ“, - აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.

კახეთის მუნიციპალიტეტების გამგეობების ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ახმეტის რაიონის სოფელ ფიჩხოვანსა და არგოხში, ასევე ყვარლის რაიონის სოფელ წიწკანაანთსერში, გურჯაანის რაიონის სოფელ ყიტაანში და ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში მცხოვრები ოსების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მაგალითად, ლაგოდეხის რაიონის ტერიტორიაზე 2003 წლისთვის თუ 2239 ოსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად, მათი რაოდენობა ხუთასს არ აღემატება. ოსებით იყო დასახლებული ახმეტის რაიონის სოფლები ბუღაანი, ვეძები, ჟაბურები და ნადუქნარიც. 2003 წლისთვის ამ სოფლებში მცხოვრები ოსების რაოდენობა 400 ოჯახს აღემატებოდა, ამ დროისთვის კი ოთხივე სოფელში მხოლოდ 53 კომლი ცხოვრობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები