კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მამუკა ღლონტი მედია-სივცრეში განხორციელებულ ცვლილებებს ხელისუფლების მიერ არჩევნებისთვის მზადებას უკავშირებს

16 ივლისი, 2009

ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი მედია-სივრცეში განხორციელებულ ცვლილებებს ხელისუფლების მიერ არჩევნებისთვის მზადებას უკავშირებს. მასი განცხადებით, ბოლო სამ დღეში მედიაში განვითარებული ცვლილებები „ხელისუფლების მხრიდან სერიოზული მზადების მომასწავებელია და ეს შესაძლოა, მერის ან საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას უკავშირდებოდეს“. მისივე თქმით, სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ტელეკომპანიების „იმედის“, „რუსთავი 2-ისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ ადრინდელი ხელმძღვანელობაც სრულად ემორჩილებოდა. „ეს სამი არხი ფაქტობრივად, აქამდეც ერთი კამერით იღებდა და ერთი და იგივეს აშუქებდა. ამ ცვლილებებით კი მესაკუთრე სააკაშვილი და მისი ხელისუფლება რაღაცისთვის ემზადება. არ არის გამორიცხული, ამ კუთხით გარკვეული ცვლილებები კიდევ იყოს. ვფიქრობ, რომ  „იმედზე“ საინფორმაციო გამოშვება, თუ მთლიანად არ დაიხურა, შესუსტდება. ასევე ვფიქრობ, რომ გაძლიერდება ზეწოლა „კავკასიაზე“ და „მაესტროზე“ - განაცხადა მამუკა ღლონტმა და დასძინა, რომ „კავკასიაზე“ და „მაესტროზე“ მუდმივი ზეწოლა ისეც მიმდინარეობს, მათ შორის ფინანსური კუთხით, რადგან ყველა ბიზნეს-კომპანიას ნაბრძანები აქვს, რომ „მაესტროში“ და „კავკასიაში“ რეკლამა არ შეუკვეთოს“.

შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი თანამდებობიდან გადადგა. მის მოვალეობას გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, გია ჭანტურია შეასრულებს. რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა „ჯორჯიან მედია ჰოლდინგის“ ხელმძღვანელმა გიორგი ისაკაძემაც. მისი ადგილი კი საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი არველაძემ დაიკავა. ცვლილებებია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-შიც. საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძის ნაცვლად, ირმა ნადირაშვილი უხელმძღვანელებს. ნინო შუბლაძე კი არხის გენერალური დირექტორის - გოგი გეგეშიძის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს და გადაცემა „პოზიციის“ წამყვანად დარჩება.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები