საპარლამენტო ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა
16.07.2009
საპარლამენტო ოპოზიციამ შეკრებებისა და მანიფესტაციების წესების გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონპროექტის მეორე მოსმენის კენჭისყრაც, პირველის მსაგავსად, პროტესტის ნიშნად დატოვა.
კანონპროექტთა პაკეტის განხილვა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განახლდა. მას შემდეგ, რაც კენჭისყრის პროცედურები უნდა დაწყებულიყო, კენჭისყრის დატოვების შესახებ განცხადება დეპუტატმა ჯონდო ბაღათურიამ და პეტრე მამრაძემ გააკეთეს და დარბაზი დატოვეს.
ამის შემდეგ კი, სიტყვით გამოვიდა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტთა პაკეტში ოპოზიციის არც ერთი შენიშვნა არ არის გათვალისწინებული და მისი გუნდი სხდომათა დარბაზს ტოვებს.
ამასთან, როგორც თარგამაძემ აღნიშნა, გაუგებარია, როდესაც ეკითხებიან იმის თაობაზე, თუ რატომ უკმევს საპარლამენტო ოპოზიცია არასაპარლამენტო ოპოზიციას გუნდრუკს ამ კანონპროექტთა პაკეტის გაპროტესტებით.
მან მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, პეტრე ცისკარიშვილს და განაცხადა, რომ შემოდგომიდან, შესაძლოა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა აღმოჩნდეს ქუჩაში და ეს, შეიძლება, იყოს მისი და სახელისუფლო გუნდიც.
„როდესაც გადაწყვეტილება მიიღება, იგი კონსენსუსის გზით უნდა იყოს მიღებული“, - აღნიშნა თარგამაძემ, რის შემდეგაც საპარლამენტო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.
მანამდე კი, განხილული იყო დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას ალტერნატიული წინადადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით, სადაც დეპუტატი ადმინისტრაციული პატიმრობის 15 დღემდე შემცირებას ითხოვს. თუმცა, განხილვების პროცედურიდანვე ჩანდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბაღათურიას წინადადებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
მანამდე კი, განხილული იყო დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას ალტერნატიული წინადადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით, სადაც დეპუტატი ადმინისტრაციული პატიმრობის 15 დღემდე შემცირებას ითხოვს. თუმცა, განხილვების პროცედურიდანვე ჩანდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბაღათურიას წინადადებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
წყარო: „ინტერპრესნიუსი“
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

